საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელშიჩაგდების ფაქტზე ლ.ზ.-ს ბრალი საქართველოს სსკ-ის144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ ქვეპუნქტითწარუდგინა, რაც ორი ან მეტი პირისმძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თბილისში, აკ. წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნესკაპიტალის შენობაში შეიჭრა ლ.ზ. , რომელმაცცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაშიმყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
ლ. ზ.-ს ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ემუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს.
ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთისღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.