საქართველოს პროკურატურა 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს

access_time2021-01-21 23:30:00

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს, სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. აღნიშნულ საქმეზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას სხვა უწყებებთან ერთად ახორციელებდა საქართველოს გენერალური პროკურატურა“ – ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.



„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე - საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი გენოციდის, მაროდიორობის და შეიარაღებული კონფლიქტის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 407-ე, 411-ე და 413-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.



გენერალური პროკურატურის მიერ, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა კომპლექსური და ფართომასშტაბიანი გამოძიება. გამოიკითხა ათასობით მოწმე. დათვალიერდა შემთხვევის ადგილები, სამკურნალო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ იქნა სამედიცინო დოკუმენტაცია ათეულობით პირზე, რომელთა საფუძველზე დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები. ასევე, საქმეზე ჩატარდა ბალისტიკური, პიროტექნიკური, ვიდეო-ტექნიკური, ქიმიური და სასაქონლო ექსპერტიზები.



2015-2020 წლებში გამოიკითხა ერედვის, ქურთის და თიღვის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები ის მოქალაქეები, რომლებიც საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას იმყოფებოდნენ თავიანთ სოფლებში და თვალს ადევნებდნენ მათ სოფლებში განვითარებულ მოვლენებს. მათგან მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები და ოსური უკანონო შეიარაღებული ფორმირებები მოქმედებდნენ სამაჩაბლოს სოფლებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმების წინასწარ შეთანხმებული გეგმით, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენდა ამ ტერიტორიის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისგან გაწმენდა. უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრებმა, ჯერ გაძარცვეს ქართული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და შემდეგ, იმ მიზნით, რომ ქართულ მოსახლეობას არ ჰქონოდა სოფელში დაბრუნების შესაძლებლობა, გადაწვეს მათი სახლები. აღნიშნულით განახორციელეს მოსახლეობის იძულებით განდევნა და გადაადგილება თავიანთი კანონიერი საცხოვრებელი ადგილებიდან.




ასევე, მიმდინარე გამოძიების პროცესში დადგინდა გორის ცენტრში აფეთქებული რაკეტა „ისკანდერის“ ნარჩენების ადგილსამყოფელი, რომლებიც გამოძიების მიერ ამოღებულ იქნა 2017 წლის 5 ოქტომბერს. 2008 წლის 12 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ, სწორედ აღნიშნული კასეტური ჭურვებით აღჭურვილი რაკეტით დაიბომბა ქ. გორის ცენტრალური მოედანი და მიმდებარე ტერიტორია, სადაც იმ დროს იმყოფებოდა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 12 და დაიჭრა 29 მშვიდობიანი მოქალაქე.



გამოძიების მიერ ასევე ამოღებულ იქნა შორი მოქმედების რაკეტა „ტოჩკა უ“-ს ორი კორპუსი, რომლებითაც 2008 წლის 10 აგვისტოს დაიბომბა ონის რაიონის სოფელი კომანდელი და გორის რაიონის სოფელი ნიქოზი. გამოძიების პროცესში მოპოვებულ იქნა რაკეტა „ისკანდერთან“ და რაკეტა „ტოჩკა უ“-სთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეომასალები, რითაც დგინდება საქართველოს ტერიტორიაზე მათი ჩამოგდების ფაქტები.



2018 წლის 26 აპრილს გამოძიების მიერ ამოღებულ იქნა გორის ცენტრში აფეთქებული რაკეტის ნარჩენი ნაწილების ოთხი ფრაგმენტი. გამოძიების მიერ, რაკეტა „ისკანდერისა“ და „ტოჩკა უ“-ს დეტალებზე ჩატარებული პიროტექნიკური, ქიმიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური 2017 წლის 22 ნოემბერს და 2018 წლის 21 აპრილის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება რომ ობიექტები წარმოადგენენ ქარხნული წესით რუსეთის ფედერაციაში დამზადებულ, ასაფეთქებელი მოწყობილობის - 9М723 „ИСКАНДЕР“ და „ტოჩკა უ“ს“ ტიპის რაკეტის, აფეთქების შემდგომ დარჩენილ ნაწილებს.



სტრასბურგის სასამართლოში გამოძიებით მოპოვებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა, რის საფუძველზეც ქართული მხარე, სასამართლოს წინაშე, ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით და მყარი მტკიცებულებებით წარსდგა, ხსენებული მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში კი საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.



ვულოცავთ ჩვენს ქვეყანას ისტორიულ გადაწყვეტილებას. უმნიშვნელოვანესია ამ გამარჯვებაში ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების როლი და დახმარება. ასევე, უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ დიდ წარმატებაში. აქვე, მადლობას ვუხდით პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს - საგამოძიებო ჯგუფის წევრებს წლების განმავლობაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის“ – ნათქვამია განცხადებაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up