საქართველოს პრეზიდენტი ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

access_time2021-10-14 16:50:00

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.



„შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოში მოსახლეობაში ვაქცინაციის ტემპის გაზრდის საჭიროებაზე, კოვიდ - 19-ის სამკურნალო და თერაპიული საშუალებების ხელმისაწვდომობაზე, ჯანდაცვაში ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის გაძლიერებისა და განვითარების მნიშვნელობაზე.



ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორის განცხადებით, დღეს უკვე გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ ვაქცინაცია იცავს მძიმე დაავადების განვითარებისა და ფატალური შედეგებისგან.


ტედროს გებრეიელუსმა აღნიშნა, რომ საქართველოს და ჯანმოს წარმატებული თანამშრომლობის ისტორია აქვთ და სამომავლო მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





პოლ გობლი: ის, რაც პუტინმა საქართველოს გაუკეთა, დასავლეთმა უნდა აღიქვას საწყის ნაბიჯად იმისა, რაც რუსეთმა ახლა უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა

პოლ გობლი: ის, რაც პუტინმა საქართველოს გაუკეთა, დასავლეთმა უნდა აღიქვას საწყის ნაბიჯად იმისა, რაც რუსეთმა ახლა უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა
access_time2022-08-08 21:00:20
საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 14 წლის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების კვლავ გაანალიზება რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე გვიწევს. ამერიკელ დიპლომატები და ყოფილ ოფიცილურ პირები, რომლებსაც Europetime ესაუბრა, თვლიან, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციის მნიშვნელობა და კრემლის საგარეო პოლიტიკის კიდევ უფრო აგრესიულობისკენ გადახრა, დასავლეთისთვის უფრო ცხადი გახდა მაშინ, როდესაც 6 წლის შემდეგ, 2014 წელს კრემლი უკვე უკრაინაში შეიჭრა.   ამჟამად კი, ისევ...

Rundtea: ბიოსერთიფიკატის მოპოვება და პროდუქციის ევროპაში გატანა გვსურს

Rundtea: ბიოსერთიფიკატის მოპოვება და პროდუქციის ევროპაში გატანა გვსურს
access_time2022-08-08 20:00:49
მცენარეული ჩაის მწარმოებელი კომპანია Rundtea-ს ბიოსერთიფიკატის მოპოვება და პროდუქციის ევროპულ ბაზრებზე გატანა სურს.   ბიოჩაის ვაწარმოებთ და მალე სერთიფიკატის მიღებასაც ვაპირებT. ეს არის ბალახეული ჩაი ჯავახეთიდან, სხვადასხვა მცენარეებისგან, რომელსაც სასარგებლო თვისებები აქვს. არამხოლოდ ჩაიდ შეიძლება მისი გამოყენება, არამედ წამლადაც. თუმცა, ამისთვის ლიცენზიაა საჭირო. პროდუქცია ჯერჯერობით ონლაინ იყიდება. პროდუქტით დაინტერესებული არიან ტურისტებიც,- აცხადებს...

8 აგვისტო - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა

8 აგვისტო - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა
access_time2022-08-08 17:30:51
ეროვნული ბანკის მიერ 8 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.37 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7141 ლარი გახდა. ქართული ლარის...

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია და აქციების ფასი გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია და აქციების ფასი გაიზარდა
access_time2022-08-08 17:00:53
ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 1.995 მლრდ გირვანქა სტერლინგია — გასულ კვირასთან შედარებით 199 მლნ-ით მეტი. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, გაზრდილია სამივე ქართული კომპანიის აქციების...

ივნისიდან უკრაინაში ექსპორტი განვაახლეთ - თბილღვინო

ივნისიდან უკრაინაში ექსპორტი განვაახლეთ - თბილღვინო
access_time2022-08-08 19:00:34
„მიმდინარე წლის ივნისის ბოლოდან ჩვენ უკრაინაში გადატვირთვები განვაახლეთ“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“  ღვინის მწარმოებელი კომპანია ,,თბილღვინოს“ დამფუძნებელმა, ზურაბ მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით „თბილღვინომ“ უკრაინაში ომამდე არსებული პარტნიორების გარდა კიდევ ორი ახალი პარტნიორი გაიჩინა.    „გარდა ომამდე არსებული პარტნიორებისა კიდევ ორი პარტნიორი დავიმატეთ, ერთთან უკვე გადავტვირთეთ კიდეც, რაც შეეხება რუსეთს, ომის დაწყებიდან ერთ თვეში...


მსგავსი სიახლეები

up