საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 16 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის აუდიენცია რომის პაპთან, მის უწმინდესობა პაპ ფრანცისკესთან.
ვიზიტის ფარგლებში ასევე, გაიმართება სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.