საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„მთავრობის მეთაური ასევე იმყოფებოდა „შეჰიდების ხეივანში“, სადაც მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინით შეამკო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.