საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა

access_time2020-04-07 15:10:49

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიდეოკონფერენცია გამართა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალურ პანდემიასთან გამკლავება. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია გატარებული თუ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, რაც სოლიდარობის ნათელი გამოვლინებაა. პანდემიის შედეგების გამკლავების კონტექსტში მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობას, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის გზით და აღნიშნეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მნიშვნელობა. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი დონორის მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობას.



აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან მეტი ფინანსური თუ ტექნიკური დახმარების საჭიროება რეფორმების პროცესში, განსაკუთრებით COVID-19-ით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე.




საუბრისას განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები. გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის სანდო პარტნიორად რეგიონში და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიღწევები ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი წარმატებებისთვის კარგ ნიადაგს ქმნის. მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე, რომელზეც პარტნიორობის ახალი ხედვა იქნება წარმოდგენილი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება პარტნიორობის აქტიურ წევრად და იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიოში შექმნილი ვითარება შესაძლებელს გახდის სამიტის გამართვას, რომელზეც შეთანხმდება ახალი ინიციატივები, ევროკავშირისა და დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნების ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანის კუთხით.



ვიდეოკონფერენციაში საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატერინა მატერნოვა და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მონაწილეობდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up