საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს

access_time2020-02-10 20:00:22

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დადებითი დინამიკა და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ მიხეილ ჯაბაროვის შეხვედრის მთავარი თემა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



„აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სწრაფად ვითარდება ვაჭრობა და ორმხრივი ინვესტიციები, ასევე - თანამშრომლობა ენერგეტიკული დერეფნების მიმართულებით, ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროში.



ყურადღება გამახვილდა ახალ ინიციატივებზე, რომელიც საპორტო ინფრასტრუქტურის, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების, ელექტროენერგიის იმპორტისა და ტრანზიტის მიმართულებით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობას გულისხმობს.



ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და ორ სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთგაგების მაღალ დონეს, რაც ორმხრივი საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლევა.




აღინიშნა, რომ წარმატებული ეკონომიკური ურთიერთობები გაგრძელდება, რამდენადაც ტრანსპორტის, ტრანზიტის, ლოგისტიკის, კავშირგაბმულობისა და ენერგეტიკის სფეროებში ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელება იგეგმება.



აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის საქართველოში ვიზიტი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრის გაგრძელებას წარმოადგენდა, რომელზეც მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.



მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე ჯავიდ გურბანოვი, ბაქოს პორტის გენერალური დირექტორი ტალეჰ ზიადოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დურსუნ ჰასანოვი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, საერთაშორისო საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი და „საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე ესწრებოდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up