საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

access_time2021-05-28 23:00:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 


„სხდომის მონაწილეებმა 2021 წლის 16 მარტს ბრიუსელში გამართული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შედეგები შეაჯამეს, რომელიც პანდემიის უპრეცენდენტო გამოწვევების ფონზე წარმატებულად შეფასდა.


კომისიამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც წლის განმავლობაში ევროკავშირთან ინტეგრაციის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებს მოიცავს. აღნიშნული აქტივობები ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ, ევრო-დირექტივებითა და რეგულაციებით განსაზღვრულ ვალდებულებებს და ვადებს პასუხობენ.


სამოქმედო გეგმა მოიცავს არა მხოლოდ ასოცირების შეთანხმებითა და დღის წესრიგით ნაკისრ ვალდებულებს, არამედ მასში ასევე გაწერილია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკით, ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.
კომისიამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინა. აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ რეფორმებს. ამ კუთხით ხაზი გაესვა, რომ განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციური დაახლოების კუთხით, მათ შორის ისეთ სფეროებში როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, დასაქმება და შრომითი უფლებები, გენდერული თანასწორობა, განათლება და მეცნიერება, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, რეგიონული განვითარება, საჯარო შესყიდვები და სხვა.



კომისიის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად გასატარებელი ღონისძიებების კონცეფცია იყო. აღნიშნული კონცეფცია მიზნად ისახავს როგორც გასატარებელი კომპლექსური ღონისძიებების ნათლად წარმოჩენას, ისე მნიშვნელოვანი პრიორიტეტების იდენტიფიცირებას, რაც ქვეყანას დაეხმარება მაქსიმალურად მოემზადოს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებაში. კონცეფციის ფარგლებში გათვალისწინებულია ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა ევროინტეგრაციის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების კონსოლიდაცია, ევროკავშირთან ინტეგრაციის საგარეო განზომილება და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის განხორციელება.


კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს 17 მაისს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლითაც ოფიციალურად დაფუძნდა „ასოცირებული ტრიოს" ფორმატი, რაც ლოგიკური გაგრძელებაა იმ ერთობლივი ინტენსიური ძალისხმევისა, რომელსაც სამი ქვეყანა ახორციელებს წლების მანძილზე და მიზნად ისახავს ევროკავშირის ინსტიტუციებთან და წევრ ქვეყნებთან საერთო პოზიციებით გამოსვლას მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე.


კომისიის წევრებმა სამომავლო ღონისძიებებზე იმსჯელეს და განიხილეს 2021 წლის დეკემბერში ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებული საკითხები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up