საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ბაკურიანის შემდეგ, მორიგი უწყებათაშორისი შეხვედრა გუდაურში გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ბაკურიანის შემდეგ, მორიგი უწყებათაშორისი შეხვედრა გუდაურში გაიმართა

access_time2019-12-15 12:45:58

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ბაკურიანის შემდეგ მორიგი უწყებათაშორისი შეხვედრა გუდაურში გაიმართა.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ზამთრის სეზონის წინ დასკვნით სამუშაოებს ადგილზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თამაზ გამცემლიძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები გაეცნენ.


მათივე ინფორმაციით, გუდაურში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობისა და ყველა საჭირო რგოლის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ტექნიკურ და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაზე.


შეხვედრის მონაწილეებმა ის საჭიროებები განიხილეს, რომელთა უზრუნველყოფა წარმატებული სათხილამურო სეზონის აუცილებელი წინაპირობაა. სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა სამუშაო ფორმატში განიხილეს დამატებითი საპარკინგე სივრცეების მოწყობის შესაძლებლობები და საცობების განტვირთვის გზები. იმსჯელეს კურორტის დასუფთავების, შიდა და ცენტრალური გზების წმენდის საკითხებზე. უწყებათაშორისი შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა პირველადი სამედიცინო დახმარების და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების საკითხები, სანიტარული კვანძების, დასუფთავების, პარკირების, მყარი ნარჩენების უტილიზაციის და სხვა მრავალი საკითხი. უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა გუდაურში სხვადასხვა ლოკაციები მოინახულეს​, ინსპექტირების მიზნით იმყოფებოდნენ საბაგიროებზე, მოინახულეს სათხილამურო ტრასები და სხვადასხვა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები.



“საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით დღეს ჩვენ ვიმყოფებით გუდაურში, ჩვენთან ერთად წარმოდგენილია არაერთი საჯარო უწყება, მათ შორის ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მთის კურორტების კომპანია, ადგილობრივი თვითმმართველობა. ჩვენ ყველას ერთი მისია გვაქვს, რომ ოთხივე ზამთრის კურორტზე და მათ შორის გუდაურში იყოს გამორჩეულად წარმატებული სეზონი, რომ მაღალი ხარისხით, მაღალი მომსახურების დონით და ინფრასტრუქტურული მზადყოფნით შევხვდეთ ძალიან ბევრ საერთაშორისო და შიდა მოგზაურს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თამაზ გამცემლიძის განცხადებით, გუდაურის ყველა საბაგირო გამართულია.


„გუდაურის ყველა საბაგირო გამართულია, ჩატარდა ყველა სახის გეგმური თუ არაგეგმური სერვისი. ჩვენ ვიყენებთ ხელოვნური გათოვლიანების სისტემას. უკვე გადავამზადეთ საბაგიროს პერსონალი, თოვლის სატკეპნი მანქანების თანამშრომლები. გადამზადების კურსი ჩაუტარდათ მაშველებსაც“, - განაცხადა თამაზ გამცემლიძემ.


საკოორდინაციო შეხვედრა გუდაურის გარდა ბაკურიანშიც ჩატარდა, შეხვედრების მიზანია ზამთრის სეზონზე სახელმწიფო უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა.


ipn.ge





Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში

Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში
access_time2020-09-23 21:00:36
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორის მეუღლე  კრემლთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენისგან დაფინანსებას იღებდა. ეს დონორი - რუსული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე ლუბოვ ჩერნუხინაა, რომლის გვარიც საეჭვოდ ემთხვევა ახლო წარსულში რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის გვარს.   არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს რუსი მილიარდერია პუტინის კარის ოლიგარქი სულეიმან კერიმოვი, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშაა.   პირველმა ეჭვები...

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა
access_time2020-09-23 20:00:02
ამ დღეებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ კრიპტოვალუტის მოპოვების რეგულირების თაობაზე კანონი მიიღო.   პარალელურად კი არ აღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ჩერნომორენერგო“-ს დირექტორმა მიხაილ ლოგუამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ ენერგიის პერიოდული გათიშვები დაიწყება.   „ისეთი დატვირთვა ენერგოსისტემაზე, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა, მაშინაც კი, როდესაც ტურისტული სეზონი ძალიან აქტიური იყო. დღეს მოხმარება...

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია
access_time2020-09-23 19:00:54
„დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან“, - ასე ეხმაურება „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი ილია წულაია კომერსანტის სტატიას, სადაც თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის პროტესტზეა საუბარი. მმართველი გუნდის დეპუტატი აცხადებს, რომ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია მშენებლობას დარღვევების გარეშე, კანონის სრული დაცვით ახორციელებს.   „მესმის რომ მეზობლებს არ სიამოვნებთ მშენებლობა, ერჩიათ როდესაც ​გადმოიხედავდნენ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-23 21:30:55
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:  1.უბანი წყალზე - როგორ აშენებს „არქი“ პრემიუმ კლასის პროექტს „კომერსანტს“ თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა დაუკავშირდა, ისინი წლებია ძველ იპოდრომთან მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ, თუმცა უშედეგოდ. ,,არქის  წინააღმდეგ დავა წლებია სასმართლოშიც მიმდინარეობს,   მაგრამ პრობლემის...

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს
access_time2020-09-23 18:13:22
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამი ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი, უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი საქართველოში დემოკრატიისა და ბიზნესგარემოს უკუსვლის შესახებ გამოცემა The National Interesrt-ში ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ.   დიპლომატები აღნიშნავენ, რომ პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევები და საერთაშორისო ინვესტორთა შევიწროების...


მსგავსი სიახლეები

up