საქართველოს პრემიერ-მინისტრი USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეს შეხვდა

access_time2020-02-01 15:20:01

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს, ბონი გლიკს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



„მთავრობის მეთაურმა და USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ განიხილეს საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. აღინიშნა საქართველოს თვალსაჩინო პროგრესი ყველა მიმართულებით. ხაზი გაესვა საქართველოსა და USAID-ს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას.



გიორგი გახარიამ და ბონი კლიკმა ისაუბრეს USAID-ის სამომავლო პროგრამებზე, ყურადღება გამახვილდა 5 წლიან გეგმაზე, რომელიც როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პრიორიტეტებზე იქნება მორგებული.



USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ ხაზი გაუსვა განათლების სფეროში ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. მისი თქმით, ამერიკული მხარე ხედავს, თუ რამხელა ძალისხმევას ხარჯავს საქართველოს მთავრობა ამ და სხვა მიმართულებებით. შეხვედრისას, აგრეთვე, საუბარი შეეხო USAID-ის პროგრამას - „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში".




აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში დაიწყო ივანკა ტრამპის ეკონომიკური ინიციატივის განხორციელება, რომელიც ქალ მეწარმეთა და ახალგაზრდების ბიზნესსაქმიანობის მხარდაჭერას გულისხმობს.



USAID-ის მიერ YES-Georgia პროგრამის გაფართოება მეწარმე ქალთა ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული. 2024 წლის დასაწყისისთვის, YES-Georgia უზრუნველყოფს 2500-ზე მეტი ქალისთვის ბიზნეს მენეჯმენტის ტრენინგს, იურიდიულ და საბუღალტრო სერვისებს, მენტორობისა და ნეთვორქინგის შესაძლებლობებს. ინიციატივის ფარგლებში, პროგრამა, USAID-ის მიერ 840,000 აშშ დოლარით დაფინანსდება.



მთავრობის მეთაურმა ამერიკულ დელეგაციას მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა USAID-ის ახალი პროგრამების მიმართ, რომელთაც დიდი როლი აქვთ საქართველოს სამთავრობო რეფორმების წარმატებით განხორციელებაში, რაც თავის მხრივ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს აშშ-საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო და სტრატეგიულ პარტნიორობას.



USAID-ის საქართველოში შემოსვლიდან დღემდე, წარმატებული პარტნიორობის პირობებში, ამერიკელმა ხალხმა ქვეყანას 1.8 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გაუწია.



მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, ხოლო საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up