საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

access_time2020-07-06 12:02:01

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„მხარეების შეფასებით, პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში განხორციელებული პირველი მაღალი დონის ვიზიტი მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, თუ რაოდენ მჭიდროა საქართველოსა და უნგრეთის პარტნიორული ურთიერთობები.



შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე.



პიტერ სიიარტომ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს და აღნიშნა, რომ ქვეყანა არის ლიდერი, როგორც აღმოსავლეთ-პარტნიორობის, ისე ნატო-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით. მისივე თქმით, საქართველო თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორი ალიანსი შეიძლება ჰქონდეს ნატო-ს არა წევრ სახელმწიფოებთან.




შეხვედრისას, საუბარი შეეხო ქვეყნების წარმატებას Covid-19-თან ბრძოლაში. უნგრულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები ამ მიმართულებით და ხაზგასასმელია როგორც ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ისე მოქალაქეების ძალისხმევა.



აგრეთვე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს-გარემოსა და უნგრული კომპანიების სურვილზე - საქართველოში ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით. მათ, შორის, ხაზი გაესვა ქვეყანაში უნგრული კომპანია - Wizz Air-ის წარმატებულ ოპერირებას.



საუბარი შეეხო, შესაძლებლობისთანავე, ქვეყნებს შორის ტურიზმის გააქტიურების მნიშვნელობას და ითქვა, რომ საერთაშორისო მგზავრობის პირობების შემსუბუქება განხორციელდება ეტაპობრივად, თანმიმდევრულად და ფრთხილად, რათა საფრთხე არ შეექმნას მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ დაზიანდეს ის შედეგები, რაც მიღწეულია.



პიტერ სიიარტომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა უნგრეთის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.



მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up