საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

access_time2021-11-30 21:52:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ აღნიშნეს, რომ ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრების ვიზიტის მიზანია, კიდევ ერთხელ დაადასტურონ მზადყოფნა სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის, ასევე შეაჯამონ მიღწეული შედეგები და დაგეგმონ შემდგომი კონკრეტული ნაბიჯები ევროკავშირთან მეტი სექტორული ინტეგრაციისთვის.



ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება, დემოკრატიის კონსოლიდაცია, კანონის უზენაესობის გაძლიერება და ადამიანის უფლებების დაცვა ის მთავარი ღირებულებებია, რომელსაც ევროპული ინტეგრაციის პროცესი ეფუძნება. აღინიშნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელიც უპრეცედენტო შესაძლებლობებს უხსნის ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციისთვის.




ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაძლიერების აუცილებლობაზე, რასაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აღინიშნა შავი ზღვის პოტენციალი ევროკავშირთან დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში.



საუბრის ერთ-ერთი თემა იყო სექტორული ინტეგრაცია, რაც სხვადასხვა სფეროში პოლიტიკის ევროკავშირის სტანდარტებსა და ნორმებთან დაახლოებას გულისხმობს, განსაკუთრებით გარემოს დაცვისა და კლიმატის, ციფრული ტრანსფორმაციის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორში. ასოცირებულმა ტრიომ ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართა წინადადებით, ევროკომისრების მონაწილეობით, სექტორულ უწყებებს შორის მინისტრების დონეზე რეგულარული შეხვედრების ორგანიზებასთან დაკავშირებით.



შეხვედრისას, ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის დეკლარაციაზე, რომელშიც მნიშვნელოვანია, აისახოს ასოცირებული ტრიოს პრიორიტეტები. პრემიერ-მინისტრებმა გამოთქვეს რწმენა, რომ სამიტი ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირის ბაზარზე ეტაპობრივი წვდომისა და ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე, დიფერენციაციისა და მეტი-მეტისთვის პრინციპების საფუძველზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







ბიზნესის ახალი მოდელი ახალ რეალობაში

ბიზნესის ახალი მოდელი ახალ რეალობაში
access_time2022-01-25 16:55:00
რას გულისხმობს მთავარი  ბუღალტრის როლის ტრანსფორმაცია...

25 იანვარი - ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

25 იანვარი - ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-25 18:00:47
25 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.43 თეთრით 3.0720- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0675 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.47 თეთრით 3.4661-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.57 თეთრით 4.1358-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.68 თეთრით 3.9081-მდე, თურქულ ლირასთან 0.18 თეთრით 0.2269-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.82 თეთრით 6.3834-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.68...

ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვა 60%-ით გაძვირდა

ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვა 60%-ით გაძვირდა
access_time2022-01-25 17:00:20
ამანათების გადამზიდი კომპანიები 2022 წელს მომსახურებაზე ტარიფის ზრდას ამ ეტაპზე არ ელიან. კერძო სექტორის შეფასებით, ფასების კორექტირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები 2020 წლიდან დაიწყო და ის ძირითადად ჩინეთის მიმართულებას შეეხო. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ Inex Group-ის დირექტორი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვის ფასები დაახლოებით 60%-ით არის გაზრდილი.   „ტარიფების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ჩინეთის...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-25 21:00:12
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველოში კოვიდინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 74 200  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 15 762  ახალი შემთხვევა.     2....

„საქართველოს ბანკს“ ფეისბუქმა, სავარაუდოდ, გვერდი დაუბლოკა

„საქართველოს ბანკს“ ფეისბუქმა, სავარაუდოდ, გვერდი დაუბლოკა
access_time2022-01-25 15:55:06
„საქართველოს ბანკის“ გვერდი ფეისბუქზე აღარ იძებნება. მისი ვირტუალური სივრციდან გაქრობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  „საქართველოს ბანკის“ გვერდის გაქრობას მისი მთავარი კონკურენტი თიბისი ეხმაურება, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: „ადამიანების შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up