საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტს შეხვდა

access_time2020-02-19 16:26:09

„გვსურს, საქართველოს მთავრობასთან ერთად შევიმუშაოთ ავიაკომპანიების მოზიდვის სქემა, რათა შეიქმნას ახალი მარშრუტები და საქართველო მოგზაურთა დანიშნულების ქვეყნად იქცეს,"- ამის შესახებ პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტმა, აუგუსტინ დე რომანემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო ფრენებისა და აეროპორტების ბიზნესის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის, მათ შორის, ევროკავშირთან როგორც პირდაპირი კავშირების უზრუნველყოფის, ისე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად განვითარებისთვის.



აუგუსტინ დე რომანეს თქმით, შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოში ტურიზმის განვითარების გზებსა და პარიზის აეროპორტების გაერთიანების კომპანიის მზაობას - ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით.



„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ ქვეყანაში ტურიზმის განვითარების გზები. საქართველოს ისტორია და ბუნება სრულიად შთამბეჭდავია, ტურისტები მთელი მსოფლიოდან უნდა მოვიზიდოთ,"- აღნიშნა აუგუსტინ დე რომანემ.




პარიზის აეროპორტების გაერთიანება, კომპანია TAV-ის ძირითადი აქციონერი, აქციების 46%-ის მფლობელი კომპანიაა. პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო TAV Georgia-სთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ, აეროპორტის ოპერირების წესსა და იმ მოთხოვნებს, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ოპერატორის მიმართ - ტარიფების, ინფრასტრუქტურისა და პირდაპირი ფრენების ქსელის გაფართოების, აგრეთვე, ფრენების დროის მენეჯმენტის თვალსაზრისით.



საქართველოს მთავრობასთან ეფექტური თანამშრომლობის მიზნით, კომპანიის მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეიქმნება სამუშაო დოკუმენტები და სამოქმედო გეგმა.



როგორც TAV-ის ძირითადი აქციონერი კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრისას აღნიშნეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს რესურსი, გრძელვადიან პერსპექტივაში, განვითარდეს და დამატებით, 5 მლნ მგზავრს მოემსახუროს. კომპანიამ გამოთქვა მზაობა დამატებითი ინვესტიციების განხორციელებაზე და საუბარი შეეხო საქართველოსთან ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხს.



პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტმა აუგუსტინ დე რომანემ აღნიშნა, რომ კომპანია მზად არის, საქართველოში, კერძოდ, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში, გამოგზავნოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომლებიც, მსოფლიოს მასშტაბით, აეროპორტების განვითარების გეგმებზე მუშაობენ.



მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილი ესწრებოდა.








Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია

Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია
access_time2020-04-01 20:00:58
1 აპრილს მილიონობით ამერიკის მაცხოვრებლისთვის იჯარის გადახდის ბოლო ვადა ყველაზე დამამძიმებელი აღმოჩნდა. უძრავი ქონების ყოველი მეოთხე მოქირავნე ახლა შემოსავლის მეოთხედზე მეტს საცხოვრებელზე იხდის. საცხოვრებლის ქირა კი მხოლოდ პირველია იმ გადასახადების რიგში, რისი მოგვარებაც აპრილში ხალხს მოუწევს -  კომუნალური გადასახადები, საკრედიტო ბარათები, დაზღვევა, იპოთეკა, სტუდენტური გადასახადი - ბევრი რამ რასაც არაერთი ამერიკელი უბრალოდ ვერ გასწვდება. კარგი ამბავი ისაა, რომ აპრილიდან სექტემბრის...

ლიბერთი მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

ლიბერთი  მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
access_time2020-04-01 17:50:52
დღეიდან, 1 აპრილიდან, ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ,,ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ზრუნვას და მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ სიახლეს ვთავაზობთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისი სერვისცენტრებსა და ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ...

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა
access_time2020-04-01 19:00:37
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2413 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა...

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა
access_time2020-04-01 18:10:11
საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა. როგორც „კომერსანტმა“  გაარკვია, შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა.    ინფორმაციის გადამოწმება მთავრობის ცხელ ხაზზეც ვცადეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ დეველოპერული საქმიანობა ქვეყანაში გუშინ აიკრძალა. 144-ზე გვითხრეს, რომ შპს-ს იმ შემთხვევაში აქვს მუშაობის უფლება...

ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს

 ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს
access_time2020-04-01 17:50:09
„თუ იქნება ჰესი, არ იქნება მდინარე აქ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ აქ იქნება პატარა, რუჩუაზე ოდნავ დიდი ნაკადული“, - ეს სიტყვები მოძრაობა „არა ონის კასკადის“ ერთ-ერთ აქტივისტს ეკუთვნის, რომელიც მან რაჭის სოფელ ნიგავზების მდინარის ვიდეოკადრებთან ერთად გამოაქვეყნა. ასე გააპროტესტა მან რაჭაში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა. გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებელი კომპანიისთვის რამდენჯერმე შენიშვნებით უკან დაბრუნებული პროექტი მოწონებულია - 2020 წლის 17 მარტს, როცა ქვეყანა მთლიანად...


მსგავსი სიახლეები

up