საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია British Petroleum-ის რეგიონულ პრეზიდენტს  აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, გარი ჯონსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია British Petroleum-ის რეგიონულ პრეზიდენტს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, გარი ჯონსს შეხვდა

access_time2020-02-20 13:10:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია British Petroleum-ის რეგიონულ პრეზიდენტს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, გარი ჯონსს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



„მხარეებმა BP-ის მიერ საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებსა და, კორპორაციის ახალი ხელმძღვანელის პირობებში, განახლებული მისიით, სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და ბრიტანული კომპანიის მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობაზე საქართველოსთან.



გარი ჯონსმა გიორგი გახარიასთან შეხვედრისას ყურადღება დაუთმო სამხრეთ კავკასიური მილსადენის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობასა და პროექტის განვითარების მიმდინარე ფაზის, „შაჰ დენიზის ძირითადი ნაწილის დასრულებას, რაც მიმდინარე წლის ბოლოს შესაძლებელს გახდის, რომ კავკასიიდან ბუნებრივი აირის პირველი ნაკადი მიეწოდოს ევროპას საქართველოს გავლით.



საერთაშორისო კორპორაციის წარმომადგენლის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებაში, რასაც აქტიურად უჭერს მხარს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება, ისე ევროკავშირი. აგრეთვე, საუბარი შეეხო ნავთობსადენის რამდენიმე სექციის განახლებას, რომელიც საქართველოს მთავრობის აქტიური ჩართულობით განხორციელდა.




გიორგი გახარიამ გარი ჯონსს გააცნო მთავრობის ხედვა საქართველოს რეგიონული სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობის შესახებ და ისაუბრა ქვეყნის საჭიროებებზე ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით. პრემიერმა BP-ის მხარდაჭერა აღუთქვა, როგორც მიმდინარე საქმიანობის, ასევე სამომავლო თანამშრომლობის ნაწილში.



თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენელმა მზაობა გამოთქვა განიხილოს საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები და შესაძლებლობები.



შეხვედრაზე, აგრეთვე, მხარეებმა ისაუბრეს BP-ის მომავალ გეგმებთან დაკავშირებით. კომპანია გეგმავს მნიშვნელოვნად შეამციროს CO2-ის ემისია მიმდინარე საოპერაციო საქმიანობაში, როგორც ენერგორესურსების მოპოვების, ასევე მიწოდების ოპერაციებში.



ითქვა, რომ კომპანიის ტრანსფორმაციის პროცესი შესაძლოა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი გახდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც BP-ის ინტერესი რეგიონსა და, მათ შორის, საქართველოში იზრდება - განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით.



ბრიტანული კომპანია BP საქართველოში პირველად 1996 წელს შემოვიდა და ამჟამად ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია.



მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი ესწრებოდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up