საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეუთო-ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ჯილიან სტირკს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„შეხვედრაზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ორივე მხრიდან ხაზი გაესვა არჩევნების დემოკრატიულ სამართლიან, და გამჭვირვალე გარემოში წარმართვის მნიშვნელობას. ასევე, შეთანხმდნენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ODIHR-ის მისიასთან მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია გაგრძელდება.
გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, უზრუნველყოს საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა საარჩევნო პროცესში და აღნიშნა, რომ პანდემიის გათვალისწინებით მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული“ – ნათქვამია ინფორმაციაში.