„საქართველოს პოსტკრიზისული ეკონომიკური აღორძინების გეგმაზე კემბრიჯში და ნიუ-იორკის დელოიტის ოფისში მუშაობენ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
„მერწმუნეთ, რომ ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება გარკვეული ანტიკრიზისული პროგრამების წარდგენა. ეს არის დეველოპმენტი შემდეგ იქნება სამედიცინო სფერო. რაც შეეხება პოსტ კრიზიულ გეგმებს ჩვენი სერთაშორისო მეგობრების დახმარებით მინდა გითხრათ, რომ გარდა ადგილობრივი ჯგუფების ან ექსპერტებისა ჩვენს პოსტკრიზისული ეკონომიკური აღორძინების გეგმაზე მუშაობს კემბრიჯში ძალზედ სერიოზული და პროფესორები ჯგუფი და ამაში გვეხმარებიან ჩვენი დონორები, ჩვენი პარტნიორები ისევე როგორც ნიუ-იორკის დელოიტის ოფისი მუშაობს საქართველოს პოსტ კრიზისული გეგმის შექმნაზე და ამ გეგმას როგორც კი დასრულდება წარმოადგენთ და ამასაც ღიას გავხდით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ბაჩო ადამია