საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი გამოაცხადა (ფოტოები)

საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი გამოაცხადა (ფოტოები)

access_time2020-06-09 18:45:47

საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი გამოაცხადა. პირველი არხის ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში იქნება განთავსებული.საქართველოს პირველმა არხმა მშენებლობის ნებართვა, ორწლიანი სამუშაოების ჩატარების შედეგად, დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურისგან 28 მაისს მიიღო.


ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო პირობების გაცნობა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შეუძლიათ.


აღნიშნული ტენდერის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე – https://tenders.procurement.gov.ge/, განცხადების ნომრით NAT200008305


მშენებლობის ზედამხედველობისთვის საქართველოს პირველმა არხმა, ასევე ტენდერის მეშვეობით, დაიქირავა საერთაშორისო პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე რეგიონში ლიდერი კომპანია „სიემსი“, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული პროექტის მართვაში.


ვინაიდან კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობა არის ავარიული, მოქმედმა მენეჯმენტმა და არხის სამეურვეო საბჭომ 2017 წელს მიმართეს ეკონომიკის სამინისტროს და სამინისტროს გადაწყვეტილებით, არხს მფლობელობაში გადაეცა ორი ჰექტარი მიწის ფართობი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე. 2017 წელს საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტმა გამოაცხადა კონკურსი და ახალი შენობის დიზაინისა და ვიზუალის შერჩევა საზოგადოებას შესთავაზა. პირველად ქართულ რეალობაში საპროექტო წინადადება ფეისბუქ კენჭისყრით შეირჩა და გაიმარჯვა შპს „თბილქალაქპროექტმა“.


ამასთან, საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, საქართველოს პირველი არხის ახალი შენობა უნდა აშენდეს და ამ გადაწყვეტილებას ალტერნატივა არ აქვს.


„ახალი შენობის შესახებ გადაწყვეტილება, კოსტავას ქუჩაზე არსებული შენობის ავარიულობის გამო, ბევრი წლის წინ არის მიღებული, თუმცა არ იყო გადაწყვეტილი, რა ფორმით მოხდებოდა მშენებლობა. კოსტავას ქუჩაზე არსებული შენობის რეაბილიტაცია არის შეუძლებელი და მისი ავარიული მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. თავი დავანებოთ იმას, რომ გადახრილია, აქ არის მიწისქვეშა წყლების თემაც. ამიტომ, ბევრი წლის წინ მიიღეს ახალი შენობის შესახებ გადაწყვეტილება, თუმცა არ იყო გადაწყვეტილი, სად უნდა გადასულიყო ტელევიზია და როგორ აშენებულიყო ახალი შენობა. თუ ტელევიზია ძველ ადგილზე დარჩებოდა, მაშინ ეს შენობა უნდა დანგრეულიყო და ახალი აშენებულიყო, რაც მძიმე პრობლემებთან არის დაკავშირებული – ტელევიზიას უნდა შეეწყვიტა მუშაობა, ამდენი ადამიანი დარჩენილიყო უმუშევარი, ქვეყანა კი – საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეშე. ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობდა ამ თემაზე და მოიძებნა ასეთი გამოსავალი – ტელევიზიისთვის გამოიყო მიწა და მშენებლობის თანხას ტელევიზია საკუთარი ბიუჯეტიდან გაისტუმრებს. საქართველოს პირველი არხი ააშენებს ბევრად უფრო ოპტიმალურ, თანამედროვე სიტუაციაზე მორგებულ შენობას, რომლის ექსპლუატაციაც იქნება იაფი. ვგულისხმობ იმას, რომ თუნდაც ამ შენობის გათბობა არის შეუძლებელი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია. შენობის გვერდით, თავის დროზე, იყო დიდი აუზი, რომელსაც ხანძრის შემთხვევაში გამოიყენებდნენ. ახლა ესეც არ გვაქვს და ფაქტობრივად, ცეცხლმაქრების იმედად ვართ. ასე რომ, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას – დღეს იწყება მშენებლობის პროცესი. ერთი კვირის წინ მივიღეთ მშენებლობის ნებართვა, უზარმაზარი სამუშაოა ჩატარებული და ვიწყებთ. იმედი მაქვს, რომ ტენდერი დასრულდება წარმატებით და დავიწყებთ მშენებლობას. გვექნება ახალი, თანამედროვე, დიდ შესაძლებლობებზე მორგებული ტელევიზია“, – აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.



















1tv.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up