საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

access_time2018-04-27 17:06:49


 1 მაისს, 16:00 საათზე სასტუმრო „იოტაში“ (თბილისი, ლერმონტოვის ქ. № 10) საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია წარადგენენ საქართველოს პირველ კორპორატიულ ჩემპიონატს ჭადრაკში, რომელიც გაიმართება 2018 წლის 23-24 ივნისს.

 

წარდგენაზე საქართველოს ჭადრაკის და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციების წარმომადგენლები ისაუბრებენ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რეგისტარციის პირობებზე და თამაშის წესებზე.

 

პირველი კორპორატიული ჩემპიონატი საქართველოში ჭადრაკის ოლიმპიური წლის ღონისძიებათა ფარგლებში ტარდება და წინ უძღვის მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე ბათუმში ჩატარდება.

ჩემპიონატის მიზანია:

  • საქართველოშიჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია;
  • ევროპის მეორე კორპორატიულ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლების მოპოვება.

 


ჩემპიონატი ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება. მონაწილეობის უფლება აქვთ ბიზნესკომპანიების (კორპორაციების) გუნდებს. თითოეული გუნდი კომპლექტდება ოთხი ძირითადი (I, II, III,IV დაფა) და ერთი სათადარიგო მოჭადრაკისაგან, თუმცა სათადარიგო მოჭადრაკის მონაწილეობა სავალდებულოარ არის.ყოველ ტურში ერთი მოჭადრაკე მაინც უნდა იყოს კომპანიის მოქმედი თანამშრომელი. გუნდში ნებადართულია ფიდეს ნებისმიერი წევრი-ფედერაციის მოჭადრაკის მონაწილეობა, თითოეულ გუნდში 2300-ზე მაღალი რეიტინგის (2018 წლის 1 მაისის მონაცემებით) მქონე ერთზე მეტი მოჭადრაკე არ უნდა იყოს. და ერთ მოჭადრაკეს მაინც უნდა ჰქონდეს 2000-ზე ნაკლები რეიტინგი (ან ურეიტინგო).


ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, 3 წამის დამატებითპირველივე სვლიდან).

 

გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან ქულათა რაოდენობის მიხედვით.ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 6 000 ლარს შეადგენს. პირველ ადგილზე გასული გუნდი მოიპოვებს უფლებას მონაწილეობა მიიღოს ევროპის კორპორატიულ ჩემპიონატში, რომელიც პარიზში 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება; პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდების ყველა წევრს გადაეცემა საქართველოს მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის მოსაწვევი ბილეთები.

 

ჩემპიონატის შესახებ ინფორმაცია იხილეთhttp://corporate.chess.org.ge/?page_id=958&lang=en   www.facebook.com/chess.org.ge

 

(R)



„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up