საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში 41 კომპანია მონაწილეობს

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში 41 კომპანია მონაწილეობს

access_time2018-11-06 13:20:23

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით, წელს პირველად ატარებს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს - Meliora 2018.



მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი წელს პირველად იმართება, ბიზნეს კომპანიების მხრიდან მონაწილეობის საკმაოდ დიდი ინტერესი დაფიქსირდა, რაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართ მნიშვნელოვან ინტერესზე მეტყველებს.



კონკურსში მონაწილეობას 41 კომპანია 2017-2018 წელს განხორციელებული 76 პროექტით მიიღებს და შეეცდება, წლის პასუხისმგებელი ბიზნესის წოდება მოიპოვოს. კომპანიებს საშუალება ჰქონდათ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები და ინიციატივები კონკურსის 11
კატეგორიაში წარმოედგინათ, რომელიც CSR-ის თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავდა. კონკურსის შეფასების კრიტერიუმი, კატეგორიები და პროცედურები შემუშავდა CSRDG-ის მიერ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროს წამყვანი ევროპული ორგანიზაციების ექსპერტებთან თანამშრომლობით, რომელთაც ამ ტიპის კონკურსების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ესენია: Pontis Foundation, სლოვაკეთი და Business in the Community, the Prince’s Responsible Business Network, დიდი ბრიტანეთი; შესაბამისად, კონკურსი საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.



კონკურსში წარდგენილ განაცხადებს 17 ქართველ ექსპერტთან ერთად, რომელთა ვინაობა დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი, 11 საერთაშორისო ექსპერტიც შეაფასებს. საერთაშორისო ჟიური მდგრადი განვითარებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტებისგან შედგება, მათ შორის: მარიანა ბოუგლე, შვედური CSR ორგანიზაცია „CSR Sweden”-ის აღმასრულებელი დირექტორი; ელენ კოენი, რომელიც მდგრადი განვითარების ლიდერთა ასეულშია შესული; ჟაკ სპელკენი, Engie Group-ის CSR მენეჯერი, და სფეროს სხვა წამყვანი პროფესიონალები.




კონკურსის მხარდამჭერები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნეს ასოციაციები და სამთავრობო უწყებები, მათ შორის: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), ქალაქ თბილისის მერია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სხვა. კონკურსი ტარდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.



დაჯილდოების ცერემონია 13 დეკემბერს გაიმართება და მონაწილე კომპანიებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს, გააცნონ საზოგადოებას თავიანთი CSR-ინიციატივები და მოიპოვონ აღიარება საუკეთესო მიღწევებისათვის.



ინფორმაცია განმახორციელები ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი 1995 წელს შეიქმნა და სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ორგანიზაციის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება. პროგარმის საქმიანობის მიზანია, ქვეყანაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისადმი ცნობიერების ამაღლება და თემით დაინტერესებული პირებისთვის ექსპერტიზის ხელმისაწვდომობა. 2004 წელს, CSRDG ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის, პირველმა დაიწყო საუბარი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის შესახებ და რამდენიმე წელიწადში ამ მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან საზოგადოებრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.



პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ შესახებ ინფორმაცია: პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" (2017-2020) ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ისახავს მიზნად, ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც ასევე შედის ოთხი ქართული სამოქალაქო ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).







საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
access_time2021-03-06 21:27:06
რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდა. მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 29:16...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს
access_time2021-03-06 14:30:55
...

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

ყავის ლაბორატორია: კომპანიის ყოველი თვე ზარალიანია

ყავის ლაბორატორია: კომპანიის ყოველი თვე ზარალიანია
access_time2021-03-06 18:00:43
ყავის ლაბორატორიას შემოსავლები კორონავირუსის შედეგად შემცირებული აქვს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თათია ზარქუამ განუცხადა, ლოკდაუნის დროს ბიზნესი მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით ფუნქციონირებდა, ახლა კი, მას შემდეგ, რაც შეზღუდვები მოიხსნა, გარე სივრცის მეშვეობითაც ახდენს რეალიზაციას. ზარქუა აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, კომპანიის შემოსავალი ვერ აუდის გაზრდილ ხარჯებს, ამიტომ, კომპანიას ყოველი თვე ზარალიანი აქვს. „როდესაც...


მსგავსი სიახლეები

up