Meliora 2019- საქართველოს პასუხისმგებელიანი ბიზნესის რიგით მეორე დაჯილდოება გაიმართა

Meliora 2019- საქართველოს პასუხისმგებელიანი ბიზნესის რიგით მეორე დაჯილდოება გაიმართა

access_time2019-12-13 16:40:49

12 დეკემბერს, სასტუმრო ბილტმორ თბილისის დიდ დარბაზში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora”-ს რიგით მეორე დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.


ეროვნული მასშტაბის კონკურსი, რომელიც უკვე მეორე წელია წარმატებით ტარდება, აჯილდოებს საქართველოში მოქმედ ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტებისა და ინიციატივებისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სფეროში.


კონკურსის მიზანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაცია; კომპანიების წახალისება, დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-პრინციპები და მიდგომები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის.


საზეიმო ღონისძიებას 250 ადამიანი დაესწრო, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები.



„იმისათვის, რომ საზოგადოება განვითარდეს ეკონომიკური და გარემოსდაცვითიმიმართულებით, უმნიშვნელოვანესია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის წარმოების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი გახდეს. შესაბამისად, კონკურსის საშუალებით საქართველოში განხორციელებული შესანიშნავი და საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული CSR ინიციატივების გაზიარება და დაფასება მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს ამ პროცესს“,  განაცხადა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა ეკა ურუშაძემ.


Meliora 2019-ის გამარჯვებულები შემდეგი კომპანიები გახდნენ:


  1. წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანიის წოდება პროკრედიტ ბანკმამოპოვა - ჯილდო გადასცა დიმინიკა სკუბიდამ, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ატაშე;
  2. წლის პასუხისმგებელი მცირე და საშუალო კომპანია ალტიტუდა გახდა - ჯილდო გადასცა არჩილ ბაკურაძემ, Meliora 2018-ის გრანპრის მფლობელი კომპანიის კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ;
  3. მწვანე ინიციატივა: მოცემულ კატეგორიაში გაიმარჯვა თიბისი ბანკმა, პროექტით „მწვანე ავტოპარკი“ - გამარჯვებულს პრიზი გადასცა შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პატრიკ ფრანცენმა;
  4. პასუხისმგებელი დამსაქმებელი: ა) გაიმარჯვა კომპანიამ ნექსია თიეი, პროექტით „თანამშრომელი ყველაზე მაღალი ღირებულება“- მას პრიზი იტალიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ, ნიკოლაი ორიომ გადასცა; ბ) ამავე კატეგორიაში ჯიპიაი ჰოლდინგის პროექტმა „მოქმედების დღე“ გამორჩეული პროექტის წოდება მოიპოვა - პრიზი კონკურსის საერთაშორისო ჯიურის წევრმა, ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორმა, ანგუს მაკქეიბმა გადასცა;
  5. საზოგადოების მხარდაჭერა: ა) კატეგორიაში საზოგადოების მხარდაჭერა, ჯიპიაი ჰოლდინგმა გაიმარჯვა პროექტით „ეკოისტი“- ჯილდო გადასცა ავსტრიისრესპუბლიკისსაგანგებოდასრულუფლებიანმაელჩმასაქართველოში, არადბენკომ; ბ) ამავე კატეგორიაში ფონდი ფეა თრიიზ (მცირე/ საშუალო ზომის კომპანია) დაჯილდოვდა, პროექტისათვის - “ფეა თრიიზის ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა” - ჯილდო გადასცა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების აღმასრულებელმა დირექტორმა, თომას ქიმესვინგერმა;
  6. სექტორთა პარტნიორობა - გაზიარებული პასუხისმგებლობა: ამ კატეგორიაში, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა, თომას შოლმა თიბისი ბანკი დააჯილდოვა პროექტისათვის „დავით კაკაბაძის შემოქმედების გამოფენა და თანამედროვე არტისტებისთვის ინსპირაციის მიცემა“;
  7. კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე: მოცემულ კატეგორიაში გამარჯვებული არ გამოვლენილა, თუმცა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ, სცენაზე გამორჩეული პროექტი, „უნივერს ბიზნეს გრუპი“ წარმოადგინა, პროექტისათვის „უფასო ტრენინგების და კონსულტაციების გაწევა კომპანიებისათვის“;
  8. CSR-ის შესახებ კომუნიკაცია: ამ კატეგორიაშიც გამარჯვებული არ გამოვლენილა, ხოლო გამორჩეული პროექტის წოდება მოიპოვა თიბისი ბანკის პროექტმა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის 2018 წლის ანგარიში“ - სერტიფიკატი გადასცა ელენკოენმა, საკონსულტაციოკომპანია Beyond Business-ისდამფუძნებელმა და Meliora-ს საერთაშორისო ჯიურის წევრმა;
  9. წლის CSR მენეჯერი: წლის CSR მენეჯერი თამთა ასლანიშვილი გახდა, რომელიც კომპანია ემბისის (მიკრო ბიზნეს კაპიტალი) CSR მიმართულებას ხელმძღვანელობს - პრიზი გადასცა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ვიქტორია ჰორვატიმ;
  10. შემოქმედებითი CSR - მოცემული კატეგორიის მხარდამჭერი საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ქსელი (ACAG) იყო: ამ კატეგორიის გამარჯვებული Watergunz გახდა პროექტით „გულგრილობის ხმა“ - პრიზი გადასცა დიდი ბრიტანეთის პასუხისმგებელი ბიზნესის ქსელის მენეჯერმა და Meliora-ს საერთაშორისო ჯიურის წევრმა, ალექს ფერანდმა;
  11. ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა - მოცემული კატეგორია ჩატარდა USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარეპროექტთან „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II“, თანამშრომლობით, რომელსაც ახორციელებს სენნ: მოცემულ კატეგორიაში დაჯილდოვდა მცირე და საშუალო კომპანია „ჯეომულჩი“ პროექტით „ტყის და ქალაქი სანიტარი - ნარჩენების გადამამუშავებელი უნარჩენო წარმოება“ – პრიზი გადასცა USAID-ის ეკონომიკურიზრდისოფისისდირექტორმა, მარიკა ოლსენმა.


Meliora 2019 კონკურსის ჟიური შედგებოდა წამყვანი უცხოელი (დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ისრაელი, სლოვაკეთი, ავსტრია, შვედეთი, დანია, გერმანია და აშშ) და ქართველი ექპერტებისაგან, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდანდა აკადემიური წრეებიდან.


(R)

თეგები:
Meliora



„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-28 21:30:47
„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა 1.„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს 2.„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი...

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა
access_time2020-01-28 20:20:26
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი, რომელმაც უკვე 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, iPhone-ების წარმოებას აფერხებს.  Bloomberg-ის მონაცემებით,  ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამ Apple-ის საწარმოო ჯაჭვში რღვევები შეიტანა. „ვერ წარმომიდგენია სცენარი, რომლის შემთხვევაშიც მიწოდების ჯაჭვი არ გაირღვევა, ამისთვის საკმარისია ნედლეულის, წარმოების, ტესტირებისა და მიწოდების მცირე სერიოზული შეფერხებაც კი“ - განუცხადა Bloomberg-ს ანალიტიკოსმა...

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება
access_time2020-01-28 17:15:35
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია. ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება. ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის...

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“
access_time2020-01-28 17:00:05
ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთის შესაფასებლად გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობას ზომავს. მაია ცქიტიშვილი საწარმოს კომერციულ მოგებაში პირდაპირი გადასახადების ფარდობით მაჩვენებელს გულისხმობს, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტია. რადგან გამოსვლისას პოლიტიკოსი ბიზნეს-კონიუნქტურაზე საუბრობდა, აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა საბოლოო ჯამში, კონკრეტიკა არასაკმარისია და განცხადება...


მსგავსი სიახლეები

up