საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018  წლის საუკეთესო CSR ინიციატივებს გამოავლენს

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018 წლის საუკეთესო CSR ინიციატივებს გამოავლენს

access_time2018-12-10 10:52:15

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, 13 დეკემბერს, სასტუმროში „ბილტმორი“ (დიდი დარბაზი), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2018’’ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.



საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში მონაწილეობას იღებს 41 კომპანია, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით განხორციელებული 76 პროექტით. წლევანდელი კონკურსის ჟიური წამყვანი უცხოელი და ქართველი ექპერტებისგან შედგება, მათ შორის არიან: თერთმეტი საერთაშორისო ექსპერტი (დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ბელგიიდან, დანიიდან, ისრაელიდან, ნორვეგიიდან, სლოვაკეთიდან, და სხვა ქვეყნებიდან) და ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.



დაჯილდოების ცერემონიას 250 სტუმარი დაესწრება, რომელთა შორის იქნებიან საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები: ევროკავშირის ელჩი საქართველოში - კარლ ჰარცელი, შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში - ულრიკ ტიდერსტრომი; საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის თამარ ხულორდავა - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ხიდურელი - „აწარმოე საქართველო“ აღმასრულებელი დირექტორი; სფეროს ევროპელი ექსპერტები და კონკურსის საერთაშორო ჟიურის წევრები: ანა ბოლტი - ბრიტანული CSR დაჯილდოების „Business in the Community” მენეჯერი, Pavel Hrica - ყველაზე პრესტიჟული სლოვაკური CSR დაჯილდოების „Via Bona” ორგანიზატორი; კონკურსის მონაწილე და საქართველოს სხვა წამყვანი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები; ასევე საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს დავით ევგენიძე ბენდთად ერთად, ხოლო დაჯილდოების ცერემონიას გაუძღვებიან ირაკლი კაკაბაძე და სალომე არშბა.



საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი ეკა ურუშაძე კონკურსის შესახებ: „მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით შესანიშნავი პროექტების განმახორციელებელ კომპანიებს წარმოაჩენს, ხოლო სხვა კომპანიებს კი მოტივაციას უჩენს, გაიზიარონ სოციალური პასუხისმგებლობა“.



საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018 იმართება ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციებთან, ბიზნეს პლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, როგორიც არის: აწარმოე საქართველოში; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია; ქალაქ თბილისის მერია; აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID); შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში; CENN; ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF); ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC); ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA); საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG); საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC); საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG); საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია; საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატა; საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.




საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის სპეციალური კატეგორია „ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა“ დაწესებულია პროგრამასთან „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ თანამშრომლობით (პროგრამა ხორციელდება CENN-ის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით). კატეგორიას „შემოქმედებითი CSR” კი მხარს უჭერს საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG).



დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ გამარჯვებულთა ვინაობა გამოქვეყნდება კონკურსის ვებ-გვერდზე: www.meliora.ge.



კონკურსის სპონსორები არიან კომპანიები: დუგლაძეების ღვინის კომპანია; „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ (MBC); “სარაჯიშვილი”, ჰოლო ჯგუფი, Holiday Inn და TEP EVENT. კონკურსის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელია სასტუმრო “ბილტმორი“.



პროექტის შესახებ: პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" (2017-2020) ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ისახავს მიზნად, ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც ასევე შედის ოთხი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).



ინფორმაცია განმახორციელები ორგანიზაციის შესახებ: “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG) არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1995 წელს და იგი სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის 22 წელს ითვლის. CSRDG დაარსების დღიდან ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს, როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას. CSRDG არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში „ანგარიშგების გლობალური ინიციატივის“ (GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით; პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო CSR-ზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის; ვრცელი ანალიტიკური კვლევა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი“ (ანალიტიკური მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას).


(R) 



თეგები:
Meliora 2018



ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ
access_time2019-07-17 12:55:10
აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. ივანიშვილის შეფასებით, რუსული ბაზრის დაკეტვისა და ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები ქვეყნის მტრები არიან. “თუ ყურადღებას მიაქცევთ, თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე...

6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას

 6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის  80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას
access_time2019-07-17 11:30:23
ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. „2019 წლის 6 თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ჩვენი პოზიციები სრულად ან ნაწილობრივ...

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს
access_time2019-07-17 10:45:20
ტერაბანკმა დისტანციური მომსახურების კიდევ ერთი არხი - ინოვაციური ბოტი შექმნა. ტერა ბოტი პირველი ქართული ფინანსური ასისტენტია. იგი მომხმარებლებს არა მარტო ბანკის სერვისებსა და ოპერაციებზე აწვდის ინფორმაციას, არამედ მათ ფინანსების უკეთ განკარგვაში, ხარჯების შეფასებასა და თანხის დაგროვებაშიც ეხმარება.   ტერაბანკის ინოვაციური ბოტი რეალურ ადამიანთან მაქსიმალურად მიახლოებული, ავტომატურად მოსაუბრე პროგრამაა. იგი იღებს და აანალიზებს მომხმარებლის მიერ მიწერილ ქართულენოვან ტექსტურ...

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი  მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება  - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)
access_time2019-07-17 13:00:03
„ბათუმი რივიერა“ - ასე ეწოდება ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომლის აშენებასაც  „სილქ როუდ ჯგუფი“ „საქართველოს თანაინვესტირების“ ფონდის მხარდაჭერით ბათუმში გეგმავს. ეს ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე იქნება. ბათუმის...

ბათუმის მერია „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს

ბათუმის მერია  „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის  მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს
access_time2019-07-16 18:55:01
ბათუმის საკრებულომ ბათუმის მერიას დაავალა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება „რივიერას“ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის მოსამზადებლად. აღნიშნულ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელიც 5 მაღალსართულიანი ნაგებობის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით მილიარდი ლარი, მოხმარდება, როგორც მრავალფუნქციური შენობების აშენებას, ასევე თანამედროვე...


მსგავსი სიახლეები

up