საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018  წლის საუკეთესო CSR ინიციატივებს გამოავლენს

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018 წლის საუკეთესო CSR ინიციატივებს გამოავლენს

access_time2018-12-06 14:35:35

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, 13 დეკემბერს, სასტუმროში „ბილტმორი“ (დიდი დარბაზი), 20:00 საათზე, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2018’’ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.



საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში მონაწილეობას იღებს 41 კომპანია, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით განხორციელებული 76 პროექტით. წლევანდელი კონკურსის ჟიური წამყვანი უცხოელი და ქართველი ექპერტებისგან შედგება, მათ შორის არიან: თერთმეტი საერთაშორისო ექსპერტი (დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ბელგიიდან, დანიიდან, ისრაელიდან, ნორვეგიიდან, სლოვაკეთიდან, და სხვა ქვეყნებიდან) და ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.



დაჯილდოების ცერემონიას 250 სტუმარი დაესწრება, რომელთა შორის იქნებიან საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები: ევროკავშირის ელჩი საქართველოში - კარლ ჰარცელი, შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში - ულრიკ ტიდერსტრომი; საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის თამარ ხულორდავა - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; სფეროს ევროპელი ექსპერტები და კონკურსის საერთაშორო ჟიურის წევრები: ანა ბოლტი - ბრიტანული CSR დაჯილდოების „Business in the Community” მენეჯერი, Pavel Hrica - ყველაზე პრესტიჟული სლოვაკური CSR დაჯილდოების „Via Bona” ორგანიზატორი; კონკურსის მონაწილე და საქართველოს სხვა წამყვანი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები; ასევე საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს დავით ევგენიძე ბენდთად ერთად, ხოლო დაჯილდოების ცერემონიას გაუძღვებიან ირაკლი კაკაბაძე და სალომე არშბა.



საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი ეკა ურუშაძე კონკურსის შესახებ: „მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით შესანიშნავი პროექტების განმახორციელებელ კომპანიებს წარმოაჩენს, ხოლო სხვა კომპანიებს კი მოტივაციას უჩენს, გაიზიარონ სოციალური პასუხისმგებლობა“.



საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018 იმართება ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციებთან, ბიზნეს პლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, როგორიც არის: აწარმოე საქართველოში; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია; ქალაქ თბილისის მერია; აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID); შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში; CENN; ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF); ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC); ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA); საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG); საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC); საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG); საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია; საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატა; საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.



საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის სპეციალური კატეგორია ნარჩენების მართვის მიმართულებით მხარდაჭერილია USAID–ის პროგრამის მიერ “ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში (ფაზა II)”, რომელსაც ახორციელებს CENN. კატეგორიას „შემოქმედებითი CSR” კი მხარს უჭერს საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG).



დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ გამარჯვებულთა ვინაობა გამოქვეყნდება კონკურსის ვებ-გვერდზე: www.meliora.ge.



კონკურსის სპონსორები არიან კომპანიები: დუგლაძეების ღვინის კომპანია; „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ (MBC); “სარაჯიშვილი” და Holiday Inn. კონკურსის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელია სასტუმრო “ბილტმორი“.



პროექტის შესახებ: პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა (2017-2020) ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ისახავს მიზნად, ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც ასევე შედის ოთხი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).



ინფორმაცია განმახორციელები ორგანიზაციის შესახებ: “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG) არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1995 წელს და იგი სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის 22 წელს ითვლის. CSRDG დაარსების დღიდან ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს, როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას. CSRDG არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში „ანგარიშგების გლობალური ინიციატივის“ (GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით; პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო CSR-ზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის; ვრცელი ანალიტიკური კვლევა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი“ (ანალიტიკური მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას).


ელენ კოენი

 

საკონსულტაციო კომპანიის „Beyond Business“ დამფუძნებელი და დირექტორი,ისრაელი

 

ელენ კოენს აქვს ბიზნესისა და მდგრადობის მართვის 30-წლიანი გამოცდილება, აქედან რვა წლის მანძილზე იგი იყო  ევროპაში Procter and Gamble-ის მოწოდების ქსელის აღმასრულებელი მენეჯერი, და რვა წელი - Unilever-ის ადამიანური რესურსებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტი.

 

2005 წლიდან ელენ კოენი, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი, საკონსულტაციო მომსახურებას უწევს კომპანიებს სტრატეგიული განვითარებისა და მდგრადი განვითარების ანგარიშგების სფეროში.  იგი ასევე არის გამოცდილი ტრენერი. ელენს აქვს საკუთარი ბლოგი, რომელზწც იგი მუდმივად წერს  CSR-ისა და მდგრადი განვითარების ანგარიშგების შესახებ, ხშირად არის კონფერენციების თავმჯდომარე და მომხსენებელი, აგრეთვე სამი წიგნის ავტორი მდგრადი განვითარების საკითხებზე.

 

ელენ კოენი არის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი საკონსულტაციო ორგანიზაციისა „Beyond Business“, რომელიც საკონსულტაციო მომსახურებას უწევს კომპანიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორპოარაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების ანგარიშგების მიმართულებით, კერძოდ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: CSR და მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშავება, პასუხისმგებელი კომუნიკაცია, დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა, არსებითი ზეგავლენების ანალიზი, ანგარიშგება, აუდიტი და შეფასება.

„Beyond Business“-ი განსაკუთრებით გამოირჩევა ექსპერტიზით  მდგრადი განვითარების ანგარიშგების სფეროში; 2007 წლიდან ორგანიზაცია 75 ანგარიშის მომზადებაში დაეხმარა საკუთარ კლიენტებს, მათგან უმეტესობა GRI ფორმატით იყო მომზადებული.

 

2017 წელს ელენ კოენი დაასახელეს „Trust Across America“-ს სანდო ბიზნესის  100 ყველაზე გავლენიან სპეციალისტს შორის და დააჯილდოვეს ცხოვრების მანძილზე მიღწეული წარმატებებისათვის. 2018 წელს კი „Onalytica“-მ იგი მსოფლიოში მდგრადი განვითარების ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად დაასახელა (ტოპ 20-ეული).

 

 



ანა ბოლტი

პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის მენეჯერი,

პრინც ჩარლზის პასუხისმგებელი ბიზნესის ქსელი

ბიზნესი საზოგადოებაში

დიდი ბრიტანეთი

 

ანა ბოლტი არის პრინც ჩარლზის პასუხისმგებელი ბიზნესის ქსელის „ბიზნესი საზოგადოებაში“ (Business in the Community/BITC) CSR კონკურსების მენეჯერი.BITC არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც შედგება ყველა ზომის პროგრესული ბიზნესისგან და მიზნად ისახავს წარმატებული ბიზნესის საშუალებით შექმნას ჯანსაღი საზოგადოება.


Business in the Community-მ 1997 წლის დეკემბერში დააფუძნა ბიზნესკონკურსი, რომელიც დღეს პასუხისმგებელი ბიზნესის დაჯილდოების სახელითაა ცნობილი. ამ კონკურსზე ყოველწლიურად წარადგენენ ინოვაციურ, შემოქმედებით და მდგრად კომპანიებს და გამოავლენენ სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითებს. პასუხისმგებელი ბიზნესისესკონკურსი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და საპატიო კონკურსია პასუხისმგებელი ბიზნესისკონკურსებს შორის, როგორც ბრიტანეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ.


ანა ბოლტის მოვალეობაა როგორც კონკურსის სტრატეგიული წარმართვა, დაინტერესებულ მხარეთეებთან კომუნიკაცია და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა, ისე პროგრამის ყოველდღიური საქმიანობის მართვა. იგი არის PRINCE2-ის კვალიფიციური პრაქტიკოსი. მას აქვს მაგისტრის ხარისხი ინტერკულტურულ კომუნიკაციებში და ბედფორდშირის უნივერსიტეტის (ბრიტანეთი) ბაკალავრის პირველი კლასის საპატიო ხარისხი საერთაშორისო ბიზნეს კვლევებში. ანას პროფესიული ინტერესები დაკავშირებულია პროექტის მენეჯმენტთან.

 

 

    თომას კოლსტერი

 

   სარეკლამო სააგენტო The Goodvertising Agency-ის დამფუძნებელი, მსოფლიოში აღიარებული ექსპერტი პასუხისმგებელი მარკეტინგისა და მდგრადი კომუნიკაციის სფეროში,          დანია


თომას კოლსტერი არის მდგრადი კომუნიკაციებისა და არაკომერციული მარკეტინგის წამყვანი საერთაშორისო ექსპერტი. იგი არის კომუნიკაციის, როგორც სასიკეთო ძალის შესახებ დღემდე დაწერილი ყველაზე  ყოვლისმომცველი წიგნის - „Goodvertising“-ის („შემოქმედებითი რეკლამა“) ავტორი.


თომას კოლსტერი, როგორც Goodvertising-ის სააგენტოს დირექტორი და მთავარი შემოქმედი, ეხმარება კომპანიებს, არაკომერციულ ორგანიზაციებსა და სააგენტოებს, რომ გააცნობიერონ  ახალი რეალობა.


2017 წელს თომასმა დააარსა მდგრადი განვითარების სფეროში განხორციელებული  საუკეთესო ინიციატივების გაზიარების მსოფლიოში პირველი პლატფორმა „Where Good Grows“ (სადაც იზრდება სიკეთე).


თომას კოლსტერი ხშირად არის მიწვეული სხვადასხვა კონფერენციებზე, როგორც მთავარი მომხსენებელი (SXSW, D&AD White Pencil და Sustainable Brands); ჟურნალ Guardian-ში მას მიჰყავს საავტორო რუბრიკა; იგი არის ავტორი სხვადასხვა პუბლიკაციისა,  ჟიურის მუდმივი წევრი ისეთ ცნობილ საერთაშორისო კონკურსებში, როგორებიცაა: D&AD, Creative Circle Award, EthicMark Award და Creative Conscious Award.


Huffington Post-მა თომას კოლსტერს ახლახან უწოდა „შთამაგონებელი  ლიდერი“. კოლსტერი არის ორი არაკომერციული ორგანიზაციის საბჭოს წევრი და  დანიის ყველაზე დიდ გაზეთთან ერთად კონფერენციის - Sustainable Bottom Line (მდგრადი შედეგი) - დამფუძნებელი.



ჟიურის პრეზიდენტი

Creative Circle Impact & Effectiveness Award

The Cristal Goodvertising Grandprix

White Square

Creative Circle

 

 

   





 მარიანა ბოგლი, პასუხისმგებელი კომპანიების ქსელის „CSR Sweden“-ის აღმასრულებელი დირექტორი,სტოკჰოლმი, შვედეთი

 

  მარიანა ბოგლი დაიბადა 1966 წელს სტოკჰოლმში, შვედეთში. მას მიღებული აქვს ხარისხი ეკონომიკაში, მარკეტინგსა და მეწარმეობაში, სხვადასხვა უნივერსიტეტში.1998 წელს მარიანამ    მუშაობა დაიწყო შვედეთის დასაქმებისა და საზოგადოების ფონდში, რომელიც 1995 წელს გახდა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ქსელის - „CSR Sweden“-ის ერთ-ერთი დამაარსებელი. ფონდის მთავარი მიზანი იყო შვედეთში ახალი სიცოცხლისუნარიანი კომპანიების შექმნა.


2003 წლიდან მარიანა არის CSR-შვედეთის აღმასრულებელი დირექტორი  CSR-შვედეთი, რომელიც არის CSR-ევროპის ნაციონალური პარტნიორი, ამჟამად აერთიანებს შვედეთსი მოქმედ 19 კომპანიას; თუმცა, CSR-ის ქსელი, ბრიუსელის ევროპის სათავო ორგანიზაციით დაწყებული და ევროპაში განლაგებული შვილობილი კომპანიების ჩათვლით, მოიცავს 10 000-ზე მეტ წევრ კომპანიას.


CSR-შვედეთი თავდაპირველად მუშაობდა ისეთ სოციალურ საკითხებზე, როგორიცაა  ინკლუზია და თანასწორობა სამსახურსა და საზოგადოებაში, ბიზნესი და ადამიანის უფლებები, მენეჯმენტი და ორგანიზაციული საკითხები. ქსელი ყურადღებას ამახვილებს 2030 წლის დღის წესრიგსა და მდგრადი განვითარების 17 მიზანზე. CSR-შვედეთის მიზანი ყოველთვის არის  საზოგადოების ყველა სექტორთან მუშაობა.


მარიანა ბოგლი ასევე არის AIK Football-ის საბჭოს წევრი, Global Village-ის (გლობალური სოფელი) მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე და CSR ევროპის საბჭოს ყოფილი წევრი.

 

 

პაველ ჰრიცა

 

ფონდი PONTIS-ის უფროსი მენეჯერი,

WAY OUT-ის დამფუძნებელი და

აღმასრულებელი დირექტორი

სლოვაკეთი

 

პაველ ჰრიცა 10 წელი მუშაობდა სლოვაკეთის „პონტის ფონდის“ პროგრამის დირექტორად. იგი მართავდა გუნდს, რომლის საქმიანობაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული კორპორაციულ პასუხისმგებლობასა და ფილანთროპიასთან. იგი ხელმძღვანელობდა 29 კორპორაციულ დაწესებულებასა და კორპორაციულ ფონდს; იყო კორპორაციული ფონდების ასოციაციის თანადამფუძნებელი სლოვაკეთში. მისი გუნდი იყო ViaBona-ს სლოვაკეთში ყველაზე პრესტიჟული CSRკონკურსის ორგანიზატორი.


პაველ ჰრიცა კონსულტირებას უწევს კომპანიებს CSR-სა და სტრატეგიული ფილანთროპიის საკითხებზე. მან განახორციელა „პონტის ფონდის“ უამრავი პროექტი ,კერძოდ ,„OurTown” (თანამშრომელთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოხალისეობრივი ღონისძიება) ,„Great Country“


(საქველმოქმედო პორტალი), ფორუმი კორპორაციულ ფილანთროპიაზე და ა.შ.


პაველ ჰრიცა არის „პონტის ფონდის“ უფროსი მენეჯერი და ტრენერი, ასევე ,„Way Out“-ის (ორგანიზაცია, რომელიც ებრძვის უკიდურეს სიღარიბეს) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

 


(R) 





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-02 21:00:39
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და შემცირებული სესხების მოცულობა - საბანკო სექტორის იანვრის თვე 2021 წელი ქართულმა საბანკო სექტორმა მოგებით დაიწყო, რომლის მოცულობა 113.36 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა წინა წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია საპროცენტო შემოსავლები და...

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება
access_time2021-03-02 17:20:09
მერაბ ჟორდანია ტიტულოვანი ავსტრიული კლუბის - ვენის "აუსტრიას" პრეზიდენტი იქნება. ამის შესახებ ადგილობრივი საიტები იტყობინებიან. საინტერესოა წერილი, რომელიც wien.orf.at-მა გამოაქვეყნა: მწვანე შუქი პარტნიორობისთვის "ვენის "აუსტრიას" ფინანსურ მომავალთან დაკავშირებით სიტუაციას წესით მალე უნდა მოეფინოს ნათელი. ახალი პარტნიორი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ, მაგრამ კლუბში ამბობენ, რომ მოლაპარაკება პოზიტიური შედეგით...

Bloomberg: პანდემიის დროს სურსათზე ფასების ზრდა სერიოზულ პრობლემად იქცა

Bloomberg: პანდემიის დროს სურსათზე ფასების ზრდა სერიოზულ პრობლემად იქცა
access_time2021-03-02 20:00:43
ბოლო თვეებში სასურსათო პროდუქტების ფასმა მაქსიმუმს მიაღწია და ექსპერტების აზრით, ვითარება ძვირი სურსათის ახალი „სუპერციკლისკენ“ მიდის. ეს მასობრივი უმუშევრობის და შემოსავლების კატასტროფული ვარდნის ფონზე ხდება. მომხმარებლებზე ზეგაგვლენას ზრდადი ინფლაციაც ახდენს. Bloomberg-მა გაანალიზა მდგომარეობა 5 ქვეყანაში, სადაც ფასების ზრდამ და ინფლაციამ განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს მიაღწია. ბრაზილია ეს არის ლათინური...

Foreign policy: უკრაინა რეფორმებზე უარს ამბობს

Foreign policy: უკრაინა რეფორმებზე უარს ამბობს
access_time2021-03-02 19:00:23
უკრაინაში საგარეო ვალი მუდმივად იზრდება, მაგრამ მთავრობა პრეზიდენტ ზელენსკის მეთაურობით ამ პრობლემას მხოლოდ აღრმავებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხელისუფლებისგან ფინანსური დახმარების სანაცვლოდ რეფორმების ჩატარებას მოითხოვს, თუმცა, კიევი ამ მოთხოვნის იგნორირებას ახდენს და ამავე დროს ვალებს სულ უფრო აგროვებს. ეს საშიში სტრატეგიაა ქვეყნისთვის, რომელსაც ჰაერივით სჭირდება კარგი ურთიერთობები დასავლეთთან და საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან. თანაც იმ დროს, როდესაც...

სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს

სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს
access_time2021-03-02 12:00:35
გასართობი პორტალი SILKGAMES.GE მხოლოდ სილქნეტის მობილური ქსელის აბონენტებისთვის შეიქმნა და ყველა ჟანრის 500-ზე მეტი თამაში გააერთიანა. პორტალით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც სმარტფონისთვის, ისე პერსონალური კომპიუტერული მოწყობილობისთვის. Silk Games სერვისის 30 დღიანი სარგებლობის საფასური 5 ლარია. მობილური ნომრით რეგისტრირებული მომხმარებელი ავსებს ანგარიშს და სარგებლობს სერვისით შეუზღუდავად 24/7. იმ შემთხვევაში, თუ 31-ე დღეს...


მსგავსი სიახლეები

up