საქართველოს პარლამენტში რეზოლუციის პროექტი -„დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი“ დარეგისტრირდა

საქართველოს პარლამენტში რეზოლუციის პროექტი -„დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი“ დარეგისტრირდა

access_time2020-09-07 19:10:32

„დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი“ - ამ სახელწოდებით საქართველოს პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა. პროექტის ავტორია ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ბექა ნაცვლიშვილი. მასთან ერთად პროექტის ინიციატორები არიან ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე.


როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პროექტის ძირითად არსს წარმოადგენს წარსულის შეცდომებისა და მანკიერი პრაქტიკის ანალიზი, რათა გაცნობიერებულ იქნას, თუ რა პრობლემის წინაშე იდა ქვეყანა და დგას დღესაც. რეზოლუციის პროექტის თანახმად, „2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ ძირითადი აქცენტი წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხზე და ჩადენილი დანაშაულებების სამართლებრივ ლეგალისტურ შეფასებაზე გაკეთდა. სამწუხაროდ არ მომხდარა მმართველობის პოლიტიკური შეფასება და ანალიზი. ამიტომ შემდგომმა ხელისუფლებამ თავს უფლება მისცა არა თუ ძირეულად შეეცვალა მმართველობის ფორმა, არა შეეთვისებინა მისი წინამორბედის მანკიერი პრაქტიკა.“


რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად მთავრობების შეცვლისა, არ იცვლებოდა სოციალური წესრიგი. კერძოდ, „ ძალაუფლება, სიმდიდრე ერთი ოლიგარქიული ჯგუფის ხელიდან მეორე ოლიგარქიული ჯგუფის ხელში გადადიოდა. პოლიტიკური ცხოვრება რევანშიზმით განმსჭვალულ ყოფილ მმართველ პარტიებსა და ძალაუფლებას ჩაბღაუჭებულ მოქმედ მმართველ პარტიებს შორის ბრძოლის ასპარეზად იქცა.“


პროექტში საუბარია ასევე სასამართლოსა და პროკურატურის შესახებ და აღნიშნულია, რომ ყველა მმართველი პარტია ცდილობდა სასამართლო და პროკურატურა მის მიმართ ლოიალური მოსამართლეებითა და პროკურებით დაეკომპლექტებინა, ან ეიძულებინა მოქმედი მოსამართლეები და პროკურორები , მმართველი პარტიის ინტერესები გეტარებინათ.


რეზოლუციის პროექტის თანახმად, სასამართლო და პროკრატურა უნდა გათავისუფლდეს მართველი პარტიის წნეხისა და გავლენისგან. ასევე, უნდა შეუჩერდეთ საქმიანობის უფლება სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პირდაპირ არიან უსამართლო გადაწყვეტილებეთან დაკავშირებული. პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ის თანამდებობის პირი, რომელთაც ყოფილი თუ მოქმედი ხელისუფლებების დროს აქვთ დანაშაული და პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო, არ დგას მათი პასუხისმგებლობის საკითხი.



ამასთან, რეზოლუციის პროექტის თანახმად, უნდა დასრულდეს პოლიტიკოსების მხრიდან უსაგნო, უშინაარსო დაყოფა პროდასავლურებად და პრორუსულებად, რაც კიდევ უფრო ზრდის ანტიდასავლურ განწყობებს ქვეყანაში.


როგორც დღეს ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ რეზოლუციის პროექტის ავტორმა ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, „რეზოლუცია „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ „ „ნაციონალურ მოძრაობად“ ჩამოყალიბების და დამსგავსების ლუსტრაციას ახდენს“.


რეზოლუციის პროექტი „დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაეწერა.



IPN.GE






თეგები:
რეზოლუცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up