საქართველოს პარლამენტში დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენენ. მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშით წარდგება.საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
როგორც ცნობილია, პარლამენტში პრემიერის მიერ ანგარიშის წარდგენას დაესწრება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო".
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში ორჯერ წარსდგა - 27 მაისს პრემიერმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა, 29 მაისს კი გიორგი გახარია პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა.
ipn.ge