საქართველოს პარლამენტმა სამშენებლო ამნისტიის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, საკომიტეტო მოსმენები დაიწყო

საქართველოს პარლამენტმა სამშენებლო ამნისტიის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, საკომიტეტო მოსმენები დაიწყო

access_time2021-04-07 15:00:00

საქართველოს პარლამენტმა სამშენებლო ამნისტიის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, საკომიტეტო მოსმენები დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


დედაქალაქის მერის თქმით, საკანონმდებლო პაკეტი 2020 წლის 18 აგვისტომდე დასრულებულ მშენებლობებზე დაფიქსირებული დარღვევების პატიებას და მათ საფუძველზე გამოწერილი ადმინისტრაციული ჯარიმების გაუქმებას ითვალისწინებს.


„იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას. ამ გადაწყვეტილებას დედაქალაქის მოსახლეობა ელის. არსებობენ ადამიანები, რომელთა საცხოვრებელი სახლები არ არის შესული ექსპლუატაციაში, რადგან წლების წინ მშენებლობისას გადაცდომებს ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, მნიშვნელოვანი გარემოებაა, როგორც სამშენებლო დარღვევების პატიება, სამართლებრივი ტვირთის მოხსნა სამშენებლო კომპანიებზე და უძრავი ქონების მესაკუთრეებზე, ასევე, პასუხისმგებლობის დამძიმება, რაც მომავალში აგვარიდებს ასეთი ტიპის დარღვევებს დედაქალაქის მასშტაბით“, - განაცხადა კახა კალაძემ.



თბილისის მერის თქმით, საკანონმდებლო პაკეტი მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან მშენებლობის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.


„ჩვენ უფლებამოსილების განხორციელების დღიდან სამშენებლო დარღვევებზე ჯარიმების ოდენობა გავზარდეთ, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. ზოგი სამშენებლო კომპანია პროექტის მიღმა სამუშაოებს ახორციელებს, აკეთებს დაშენებებს. არავის მოსწონს ის, რაც ათეული წლის განმავლობაში ქალაქში ხდებოდა. ჩვენ, ამნისტიის საშუალებით, ასეთ ნაგებობებს ექსპლუატაციაში ვიღებთ, რადგან ამის მიღმა ოჯახები დგანან. ადმინისტრაციული ჯარიმის შემდეგ, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი, პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის სახით დამძიმდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


მისი თქმით, რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობების ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების აკრძალვას, 2022 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და მხოლოდ ამ თარიღის შემდგომ გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე გავრცელდება.




თეგები:
ამნისტია



LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up