პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისივე ინფორმციით, დაახლოებით, 2 000 კვ.მ ფართობზე, მოხდა ძველი, ამორტიზებული ფილების დემონტაჟი; შეიცვალა წყალგაყვანილობა;მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა;მოეწყო რკინა-ბეტონის არმირებული ფილა და ჰიდროიზოლაციის ფენა; პერიმეტრი კაბელარხებით დაიქსელა და ტერიტორია მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით; ფილებს შორის დამონტაჟდა დეკორატიული სანათი; განხორციელდა გაუქმებული თბოქსელის დემონტაჟი, რომელიც ათეული წლებია აღარ ფუნქციონირებდა; ტერიტორიაზე შენარჩუნდა ის ფილები, რომელზეც 1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი მომიტინგეების სისხლი დაიღვარა.
რესტავრაცია ჩაუტარდა 9 აპრილის მემორიალს; დამონტაჟდა დეკორატიული განათება და განთავსდა სკამები;დაირგო 2000-მდე ნერგი, მათ შორის: ლოროპეტალუმი, მარადმწვანე ძახველი, ოლეანდრა, ფიტოსფორუმი, ბზა, როზმარინი, ვაციწვერა, ჭრელფოთოლა ლუგუსტრუმი, კვიდო.
მერის ინფორმაციით, თარგებში მოეწყო წვეთოვანი სარწყავი სისტემა;განახლდა ტერიტორიაზე არსებული შადრევანი; გამოიცვალა აუზის განათება;განახლდა ელექტროსისტემა და შადრევნის წინა ფასადი;აუზის იატაკზე მოეწყო მოზაიკა; მოეწყო ახალი გარეგანათების ქსელი.