საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ს ახლადდანიშნულ ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ს ახლადდანიშნულ ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა

access_time2020-02-12 12:06:13

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ს ახლადდანიშნულ ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესდა, განიხილეს აღნიშნული კუთხით მიმდინარე რეფორმები. კელი დეგნანმა კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს, საქართველო ძალიან ეფექტურად ართმევს თავს. საუბარი შეეხო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასაც. ელჩის თქმით, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი გახდეს პირველი ქვეყანა სადაც С ჰეპატიტის ელიმინაცია მოხდება. კელი დეგნანმა ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.


„მინისტრთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ვთანამშრომლობთ, როგორც ჯანდაცვის, ასევე შრომით და სოციალურ სფეროში. განვიხილეთ კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები. საქართველო ძალიან ეფექტურ ზომებს იყენებს ვირუსზე რეაგირებისთვის. მოხარული ვარ იმით, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა. პრევენციის კუთხით ძალიან კარგადაა სისტემა აწყობილი, რაც მოქალაქეების დაცვის გარანტიაა.


განვიხილეთ ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმები, რომლებიც გარკვეულწილად მსგავსია იმისა, რაც განხორციელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვისაუბრეთ სხვა მნიშვნელოვან ინიციატივებზეც, რასაც სამინისტრო ახორციელებს, მათ შორის შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების მიმართულებით. აღნიშნული ცვლილებების მიზანია მოხდეს, როგორც დასაქმებულთა ასევე ბიზნესის ინტერესების დაბალანსება“, - აღნიშნა აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და მოადგილე თამილა ბარკალაია ესწრებოდნენ.




საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს   ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ
access_time2020-02-22 17:00:16
 მშვიდობით, არომატიზირატორებო ტკბილი ბამბის, ხილის ნარევების და კრემ-ბრიულეს გემოთი. ახლო მომავალში, ყველა ეს არომატი, რომელიც ახალისებს ელექტრო სიგარეტების - ვეიპების -  მოხმარებას შტატებში, გავა მოდიდან, ხოლო მწარმოებელ-კომპანიებს  ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.აშშ-ის კვების პროდუქტების და წამლების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ბრძანებით, ვეიპების სითხეს უნდა ჰქონდეს  კლასიკური თამბაქოს და მენთოლის გემო, სხვა  ყველაფერი დანარჩენი...

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი
access_time2020-02-22 16:00:15
სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა გამრიცხველიანების წინააღმდეგნი არიან. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღმოაჩინა, რომ შარშან სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მოულოდნელად მკვეთრად იმატა. კომპანიის ანალიზით, გასული წლის დეკემბერში მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც ერთად აღებულმა 19 რაიონმა. კომპანიაში განაცხადეს, რომ დენის მოხმარების...

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის
access_time2020-02-22 14:10:33
ეთნო რალის დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პეკინის 3 ნომერში განთავსებულ ბარ “სქაიში” მასთან სტუმრად მყოფ ტურისტებს 2 ლუდში 3100 ლარი გადაახდევინეს. „კიდევ ერთი თაღლითური შემთხვევა. 2 ლუდში გადაახდევინეს 3100 ლარი. ამჯერად ჩემს სტუმრებს შეემთხვათ. მესამედ არიან უკვე ჩემთან. ვმეგობრობთ, სიგიჟემდე უყვართ საქართველო. სქემა მარტივი. შევიდნენ ლუდისთვის, მიუჯდა 2 გოგო, სთხოვეს დალევა. ამათ უარი უთხრეს. ცოტა ხანში მოდის შამპანური. ეს გოგონები 5 წუთში...


მსგავსი სიახლეები

up