„საქართველოს ოცნებები აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" დაბრუნების შესახებ დარჩება ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში“ - ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინე ზატულინი URA.RU-სთან საუბრისას აცხადებს.
„იმისთვის, რომ საქართველოს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მან რუსეთი უნდა დაამარცხოს. დამარცხების პირობებში შეიძლება განსხვავებული იდეები წამოიჭრას, რისი მოთხოვნაც შეიძლება რუსეთისთვის. ასე რომ ის, რასაც ქალბატონი ზურაბიშვილი ამბობს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხდეს“, - განაცხადა ზატულინმა.
დეპუტატმა თქვა, რომ თბილისი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინის კონფლიქტთან, „ცდილობს გაზარდოს თავისი ღირებულება და კიდევ ერთხელ მოითხოვოს რაღაც რუსეთისგან“.
ზატულინი დარწმუნებულია, რომ ოცნებები ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შესახებ ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში დარჩება.
ამასთან, მან აღიარა, რომ საქართველოს საზღვრებთან მდგომარეობის გამწვავება შესაძლებელია.
„შეიძლება იყოს მდგომარეობის გამწვავება, ოღონდ მაშინ, თუ საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა იმ ზეწოლის ქვეშ მოექცევა, რომელიც მასზე ხორციელდება,“ - აღნიშნა დეპუტატმა.