გასულ წელს  „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ წმინდა მოგება 27%-ით შემცირდა

გასულ წელს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ წმინდა მოგება 27%-ით შემცირდა

access_time2019-07-10 14:25:07


2018 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ წმინდა მოგება შემცირდა 27%-ით 2017 წელთან შედარებით და 161,3 მლნ. ლარი შეადგინა. შემცირება ძირითადად გამოწვეულია კურსის ცვლილებით გამოწვეული ნეგატიური ეფექტით. აღსანიშნავია, რომ წმინდა მოგება 2018 წელს 2016 წელთან შედარებით გაიზარდა 2,1-ჯერ (83.3 მლნ. ლარით).



2018 წლის საოპერაციო მოგებამ შეადგინა 163,3 მლნ. ლარი, რაც 2017 წლის მონაცემებზე 21%-ით ნაკლებია, ხოლო 2016 წლის მონაცემებზე 9%-ით მეტია. (2017 წელს საოპერაციო მოგებამ შეადგინა 205,8 მლნ. ლარი, ხოლო 2016 წელს - 149,6 მლნ. ლარი იყო.). 2018 წელს კორპორაციის ჯამური აქტივები 2017 წელთან შედარებით გაიზარდა 33 მილიონი ლარით და შეადგინა 1,693 მლნ. ლარი.



2018 წლის ანგარიშგების მიხედვით წმინდა ფულადი ნაკადების მოცულობამ საოპერაციო საქმიანობიდან შეადგინა 218,3 მლნ. ლარი (2017 წელს ანალოგიური მაჩვენებელი შეადგენდა 231,9 მლნ. ლარს, ხოლო 2016 წელს - 159,1 მლნ. ლარს ).




გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის შედეგად კორპორაციამ მოახდინა შემოსავლების დივერსიფიცირება. აღსანიშნავია აგრეთვე რომ 2018 წელს აქტიურად მიმდინარეობდა გარდაბანის მეორე კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში შესვლა იგეგმება 2019 წლის შემოდგომაზე.



კორპორაციის ჯამური შემოსავალი 2018 წელს შემცირდა 7%-ით და შეადგინა 623,8 მლნ. ლარი, ხოლო ანალოგიური მაჩვენებელი 2017 წელს იყო 671,6 მლნ. ლარი.



2018 წლის ფინანსური ანგარიში შეამოწმა საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულის წევრმა, აუდიტორულმა კომპანიამ KPMG-მ, რომლის დასკვნის მიხედვით კორპორაციის ფინანსური ანგარიშგება სრულიად შეესაბამება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს.


(NS)






Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება

Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება
access_time2019-10-18 13:55:46
2019 წლის 8-10 ნოემბერს, თბილისში, Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება გაიმართება. Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება. საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება „სილიკონ ველისა“(8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს, 20-ზე მეტი...

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს  სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს
access_time2019-10-18 13:50:03
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს. პროგრამა მთელ საქართველოზე ვრცელდება. ჯიპიაი პროგრამას აგრძელებს და რეგიონების მაქსიმალურად ჩართვას გეგმავს.პროგრამაში უკვე ჩართულია 95 000 ავტომფლობელი. საჩუქრად მიღებული პოლისებით ჯიპიაიმ მხოლოდ წელს დაზღვეულებს 70 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაუარა. სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ მასშტაბური სოციალური პროგრამის მეორე ეტაპის შესახებ...

ჯაფარიძე საპატრიარქოს - ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი

ჯაფარიძე საპატრიარქოს - ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი
access_time2019-10-18 13:07:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სოციალური ქსელით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრების თემას ეხმიანება და საპატრიარქოს წინასაარჩევნოდ რჩევებს აძლევს: საქართველოს საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. არჩევნებამდე პოლიტიკოსების რიგი იქნება...

onoff.ge- ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა

onoff.ge- ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა
access_time2019-10-18 11:55:51
onoff.ge ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში. 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის,...

დიდ დიღომში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

დიდ დიღომში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება
access_time2019-10-18 14:00:43
თბილისში, დიდ დიღომში, IV მიკრო რაიონის, მეორე კორპუსი მიმდებარედ  მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. დამკვეთი ლალი ოდიშვილია, ხოლო პროექტი მომზადებულია კომპანია IMAXgrup-ის მიერ. ინვესტიციის სავარაუდო ოდენობა  800 000 დოლარს შეადგენს.   არქიტექტურის ვებ -გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საპროექტო შენობა-ნაგებობა კონსტრუქციულად 6 სართულს...


მსგავსი სიახლეები

up