საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გარდაბნის თბოსადგური 2-ის მშენებლობა დაასრულა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გარდაბნის თბოსადგური 2-ის მშენებლობა დაასრულა

access_time2019-12-24 17:45:23

გარდაბნის თბოელექტროსადგური-2 საცდელი გაშვებისა და კომპლექსური გასინჯვის რეჟიმში  უკვე აწვდის ელექტროენერგიას საქართველოს ერთიან ენერგოსისტემას. 


კომბინირებული ციკლის, თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი,  230 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მქონე თბოელექტროსადგურის მშენებლობაში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ  180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.



 სამშენებლო ფაზა 2018  წლის თებერვლიდან  2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა. ელექტროენერგიის გენერაციას 2020 წლის ზამთრის სეზონისათვის სრული მოცულობით  უზრუნველყოფს.

 

პირველად საქართველოში, ახალი თბოელექტროსადგური  აღჭურვილია ე.წ. ნულიდან გაშვების ფუნქციით,  რაც  ქვეყნის ელექტროსისტემაში საგანგებო მდგომარეობის დროს ქსელში ელექტროენერგიის პირველად მიწოდებას და მთელი სისტემის ნულიდან აღდგენას გულისხმობს.კომბინირებული ციკლის ახალი ენერგო-ეფექტური თბოელექტროსადგური თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებ გაზს მოიხმარს და უფრო  ეკონომიური იქნება, ვიდრე საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ძველი ენერგო ბლოკები.

 

გარდაბნის თბოელექტროსადგური აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ,,ჯენერალ ელექტრიკის’’ (GE-Power) გაზისა და ორთქლის ტურბინებით და გენერატორებით. აღნიშნული კომპანია ლიდერია მსოფლიოს მასშტაბით მოცემული დანადგარების წარმოებაში და გამოირჩევა ენერგო ეფექტურობისა და ხარისხის მაღალი სტანდარტით.


 

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის, გიორგი ბახტაძის განცხადებით, „პროექტს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქართული ენერგეტიკული სისტემის დამოუკიდებლობისთვის, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად და მთლიანად ენერგო სექტორის შეუქცევადი განვითარებისათვის.“

 

შპს ,,გარდაბნის თბოსადგური 2’’-ის მიერ 230 მგვტ. კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები  კონტრაქტორმა კომპანია - China Tianchen Engineering Corporation-მა (TCC)  შეასრულა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ტიანჯინში. ამ ეტაპზე კომპანიის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს.


აღემატება და იგი ჩართულია 30-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარე საერთაშორისო საინჟინრო პროექტებში.


 სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს სფერო ქვეყნის სოციალური სექტორის  მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით გარანტირებულ მომარაგების უზრუნველყოფა,  აგრეთვე,  ნავთობისა და გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის  განვითარებაა.


კომპანია საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზარის  ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა, ამავდროულად, აქტიურად არის ჩართული ელექტროენერგიის გენერაციაში, ნავთობ-გაზის ლოგისტიკაში და სხვა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებში.


სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch Ratings“-ს  მიერ მინიჭებული აქვს BB- საერთაშორისო საინვესტიციო რეიტინგი.


(R)





რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-02 21:30:11
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მაქსიმალური თანხის მობილიზებაა საჭირო, თუმცა სესხიც დაგვჭირდება“ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაში შედის და ეს ყველაზე...

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“
access_time2020-04-02 16:15:00
2020 წლის 30 მარტის დადგენილებით. საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა.  შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა. თუმცა, დღეს  საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.   დეველოპერებს ახლა იმის...


მსგავსი სიახლეები

up