საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია 60 კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობას ასრულებს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია 60 კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობას ასრულებს

access_time2022-08-03 13:55:42

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების მშენებლობის დასკვნით ეტაპზე მყოფ პროცესს ადგილზე გაეცნენ.



პროექტს, რომელსაც ნავთობისა და გაზის კორპორაცია, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, საკუთარი სახსრებით ახორციელებს, სტრატეგიული დანიშნულება გააჩნია. გაზსადენის განშტოება, ჯამში, 60 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს - აბაშიდან ქობულეთამდე და მის მშენებლობაზე, დაახლოებით, 40 მილიონ ლარამდე გაიხარჯა. ამოქმედების შემდეგ, ობიექტი, საქართველოს ენერგოსტაბილურობის საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გახდება. მისი მეშვეობით უზრუნველყოფილი იქნება როგორც ბუნებრივი გაზით აჭარის რეგიონის შეუფერხებელი გაზმომარაგება, ისე ახალი დასახლებების გაზიფიცირება.



ამჟამად, აჭარის რეგიონის გაზმომარაგება წარმოებს ,,ქუთაისი-სოხუმის” მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის DN500 განშტოებით, რომელიც ექსპლუატაციაში 1990 წელს შევიდა და მას შემდეგ ტექნიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მისი მდგომარეობა არ შეესაბამება მაგისტრალური გაზსადენების ტექნიკური და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების მოთხოვნებს - სისტემატურად ფიქსირდება კოროზიული დაზიანებები, გაზის გაჟონვა, წარეცხვა, მილსადენის საპროექტო მდგომარეობის დაკარგვის ფაქტები, და ა. შ. შედეგად, გაზსადენის მუშა წნევა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ბუნებრივი გაზით აჭარის რეგიონის შეუფერხებლად მომარაგების უზრუნველსაყოფად მიიჩნია მიზანშეწონილად საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ახალი გაზსადენის აშენება.



რეგიონში ვიზიტად მყოფი რომეო მიქაუტაძე და გიორგი ჩიქოვანი დეტალურად გაეცნენ განხორციელებულ სამუშაოებს და იმ ეტაპებით დაინტერესდნენ, რაც ობიექტის მშენებლობის დასრულებასა და ექსპლუატაციაში შესვლამდეა დარჩენილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალი გაზსადენის მშენებლობის აუცილებლობა განპირობებული იყო აჭარის რეგიონის მზარდი მოთხოვნილებით ბუნებრივ აირზე. მისი თქმით, რეგიონში გაზმომარაგების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლის, ისე აჭარის მაღალმთიანი ზონის ეკონომიკურ განვითარებას - „ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საქმეში“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.




პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელმაც და იმ სარგებელზე ისაუბრა, რასაც გაზსადენი რეგიონის მოსახლეობას მოუტანს.



60 კილომეტრიანი ახალი გაზსადენი სრულიად შეცვლის აჭარის რეგიონის ენერგომომარაგების ეფექტიანობას. იგი მნიშვნელოვანი შეღავათი გახდება როგორც აჭარის მოსახლეობისთვის, ისე ტურისტული სექტორისთვის, რომლისთვისაც სტაბილური, ხარისხიანი და საიმედო გაზმომარაგება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ამაჟამად გაზსადენის საჰაერო გადასასვლელის 260 მეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, მდინარე სუფსაზე. კორპორაციის გუნდი სრულიად უნიკალური სირთულისა და უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოებს ასრულებს. მოხარულები ვართ, რომ ამ საქვეყნო საქმეში, მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის ენერგოპროექტის განხორციელებაში, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ წამყვანი როლი შეასრულა“,- აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.



შეგახსენებთ, რომ ქვეყნის სოციალური სექტორის მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით გარანტირებული მომარაგების უზრუნველყოფა, ისევე როგორც ნავთობისა და გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ნავთობისა და გაზის კორპორაციის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი სფეროა.

(NS)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up