დადგა დრო ყველა მოთამაშისათვის, საწვავის ბაზრის დაწყნარებისათვის გადადგან სწორი ნაბიჯები

დადგა დრო ყველა მოთამაშისათვის, საწვავის ბაზრის დაწყნარებისათვის გადადგან სწორი ნაბიჯები

access_time2018-10-12 10:00:00

 „საქართველოს ნავთობის ბაზარზე ფასების ზრდა ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების შედეგია. აღნიშნული საქართველოს ეკონომიკისათვის „ძირითად რისკად“ შეიძლება იქცეს და სოციალური უთანასწორობის ზრდის პროვოცირება გამოიწვიოს„ -ასე აფასებს ნავთობის ბაზარის  გამოწვევებს  ეკონომიკის დოქტორი, რატი აბულაძე



მისი ინფორმაციით, ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს ნავთობის ბაზარზე ფასების ზრდას გლობალური და ლოკალური ფაქტორები განაპირობებს. გლობალური ფაქტორებიდან აღსანიშნია მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა, რაც გამოწვეული იქნა აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაძაბულობის ზრდით, ირანის ნავთობის ნაკადების შემცირებით (სანქციების გამო), ტრეიდერების მიერ ფასის აწევით (არაპროგნოზირებადი გარემოს, საფრთხეებისა და სხვა რისკების გამო), ფასების ზრდაზე ფინანსური ბაზრის პოზიციონირებით, სავალუტო კურსის ცვალებადობით, უსაფრთხოების დიდი პრემიით (უსაფრთხოებას სარგებელი მოაქვს ინდუსტრიის მსხვილი მოთამაშეებისათვის).



ხაზგასამელია, რომ 2014 წლის შემდგომ (ნავთობის ფასმა 115 დოლარს მიაღწია), ყოველწლიურად ფასების შემცირებით მწარმოებლიდან მომხმარებლამდე 1.5 ტრლნ დოლარის მოცულობის სიმდიდრის მასობრივი გადასვლა მოხდა. ამიტომ, ბოლო პერიოდში ნავთობის ფასის ზრდა გლობალური შეშფოთების საკითხად იქცა, რადგან პროცესს საპირისპირო მოცემულობა აქვს.



როგორც აბულაძე აცხადებს, კვლევები ადასტურებს, რომ ფასები არასტაბილურია მსოფლიო ეკონომიკისა და მოთხოვნის გაურკვევლობის გამო. არ გვაქვს იმედის მომცემი პოლიტიკური სიახლეებიც. გამოწვევად იქცა ირანისა და ვენესუელას მიწოდების შემცირების კომპენსირება. გასათვალისწინებელია ნავთობზე ფასის ზრდის შემდგომ, 6 კვირის ინტერვალით გაზის ფასის ზრდის ფაქტორის მოსალოდნელობა.


სამწუხაროდ, საქართველოში, რომელიც 3 მლრდ ლარის საწვავ-საცხები მასალების იმპორტს ახორციელებს (2017 წელს), ცუდ დროს მოხდა ფასების ზრდა. ეს კი ძვირად აისახება ქვეყნისა და საზოგადოების ეკონომიკაზე.




„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფასების ზრდა ხალხისთვის დიდ პრობლემებს ქმნის და გამოსავალს პოლიტიკაში ხედავს. რა თქმა უნდა ამ რესურსით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასწარმოქმნის პოლიტიკაზე გავლენას ვერ ვიქონიებთ, მაგრამ ადგილობრივ ბაზრზე შესაძლებელია სტრატეგიული რეზერვების შექმნა, წყაროების დივერსიფიცირება, მოგების მარჟის განსაზღვრა, სახელმწიფოს საგადასახადო განაკვეთების კორექტირება, ადმინისტრირებისა და კომპენსირების ღონისძიებების გატარება.უმნიშვნელოვანესია ითქვას, რომ საწვავის ფასი უნდა იყოს სტაბილური და განსაზღვრულ დიაპაზონში იმისათვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს ეკონომიკას და საზოგადოებას. 



არსებითია ითქვას, რომ ქართული ნავთობის ბაზარზე ფასწარმოქმნის პოლიტიკას ინსტიტუცია და კანონი უნდა აფასებდეს, პოლიტიკური გარემო და მმართველობა აანალიზებდეს, ოღონდ პრობლემების გადაჭრის გზების დასახვით.



დღეს, ნავთობის ბაზარი საჭიროებს პოლიტიკას და სტრატეგიულ მიდგომებს ბაზრის, ფასებისა და მონაწილეების დივერსიფიცირებისათვის. ამისათვის, გვჭირდება რესურსი, რომელიც ხელისუფლებაზე „ჩამოკიდების“ ნაცვლად ქმედითად ჩაერევა პოლიტიკურ ცხოვრებაში.



და ბოლოს, საუბარს  დავასრულებ საერთაშორისო ენერგეტიკის ხელმძღვანელის (Faith Birol) სიტყვებით: „ ახლა დადგა დრო ყველა მოთამაშისათვის, განსაკუთრებით მწარმოებლებისა და ნავთობის იმპორტიორებისათვის, განიხილონ სიტუცია და ბაზრის დაწყნარებისათვის გადადგან სწორი ნაბიჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვერ ვერავისთვის სარგებელს ვერ ვხედავ“-აცხადებს აბულაძე. 


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up