„საქართველოს NATO-ს საბოლოო წევრობისთვის ვამზადებთ“

„საქართველოს NATO-ს საბოლოო წევრობისთვის ვამზადებთ“

access_time2018-02-28 12:58:48

„საქართველო გახდება NATO-ს წევრი, როცა ამისათვის საჭირო კრიტერიუმებს დააკამაყოფილებს - NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივასა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში საერთასორისო საზოგადოების როლთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო „აქცენტის კითხვებს უპასუხა.

 

„საქართველო გახდება NATO-ს წევრი, როცა ამისათვის საჭირო კრიტერიუმებს დააკამაყოფილებს. თუმცა სანამ საქართველო შეძლებს, NATOს შეუერთდეს, მანამდე კონსენსუსის გზით, აუცილებლად უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება MAP-ის შესახებ. ეს შეესაბამება ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და მოკავშირეებმა იგივე დაადასტურეს ვარშავის სამიტზეც. თუმცა, ისევ და ისევ, ახლა აქცენტი კეთდება რეფორმების კუთხით დაწინაურებაზე და საქართველოს მომზადებაზე საბოლოო წევრობისთვის, როგორც ეს ათი წლის წინ გადაწყდა, - ამბობს გენერალური მდივანი.

 

სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შექმნა რამდენიმე მექანიზმი, რათა საქართველოს რეფორმების გატარებაში დაეხმაროს. გენერალური მდივანი განმარტავს, რომ NATO-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი და წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ეფექტური საშუალებებია საქართველოს დასახმარებლად, რათა NATO-ს სტანდარტები დააკმაყოფილოს და მოემზადოს წევრობისთვის.

 


„ალიანსის წინა სამიტის შემდეგ, საერთო ჯამში, მიმართულება, რომელსაც მე ვხედავ, ძალიან პოზიტიურია. მივესალმები საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და მოვუწოდებ ქვეყანას, გააგრძელოს ეს გზა, მათ შორის - საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმების განხორციელებითა და უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის გაძლიერებით.

 

რაც შეეხება რუსეთს, ჩვენი მიდგომა ამ ქვეყნის მიმართ ძლიერ თავდაცვასა და დიალოგს აერთიანებს. NATO-მ რუსეთის მიერ მისი მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალების გამოყენებას თავდაცვითი და პროპორციული გზით უპასუხა. ამ ეტაპზე ჩვენი რომელიმე მოკავშირის წინააღმდეგ დაუყონებლივ საფრთხეს ვერ ვხედავთ, თუმცა აღმოსავლეთით და სამხრეთით არსებული გამოწვევების გამო უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა ფუნდამენტურად შეიცვალა.

 

ჩვენ არ გვსურს რუსეთთან დაპირისპირება, მაგრამ რუსეთის მიერ საერთაშორისო წესების დარღვევის იგნორირებაც არ შეგვიძლია. თუმცა ძლიერ თავდაცვასა და შინაარსიან დიალოგს შორის წინააღმდეგობა არ არის. არც ერთ მესამე ქვეყანას არ აქვს უფლება, NATO-ში გაწევრიანების საკითხში ჩაერიოს, - აცხადებს იენს სტოლტენბერგი „აქცენტთან ინტერვიუში.

 

 



„ეს არის ხელისუფლებასთან პროფესიული და კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად მიღებული დაბალანსებული შრომის კოდექსი“ - BAG

„ეს არის ხელისუფლებასთან პროფესიული და კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად მიღებული დაბალანსებული შრომის კოდექსი“ - BAG
access_time2020-09-18 11:00:21
როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, პარლამენტის მიერ შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენის წესით მხარდაჭერით პრაქტიკულად დასრულდა ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაო პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში შრომითი პირობების თვისებრივად ახალ, უფრო მაღალ სტანდარტებზე აყვანას და, ამავდროულად, საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.   საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის შეფასებით, ასოციაცია...

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი
access_time2020-09-18 10:00:56
2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი გააკეთა. „ქართული ოცნების“...

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-17 18:05:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-17 21:00:49
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თხუთმეტივე ქართული ბანკი უხერხული დუმილით შეხვდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში...

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება
access_time2020-09-17 16:00:44
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ რიგში, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. „დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი...


მსგავსი სიახლეები

up