ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
ვინაიდან მომდევნო წელს ევრობასკეტს საქართველო მასპინძლობს, ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა.
მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.
მესამე მეოთხედში ფინეთმა მოგვიგო და ბოლო მეოთხედის წინ სიტუაცია დაძაბა.თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ძალები მოიკრიბა,
დალაგებულად ითამაშა და საბოლოოდ, 91:85 მოიგო.საუკეთესო გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც 27 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. შენგელიას ანგარიშზე 19
ქულა, 8 მოხსნა, 4 ასისტია.საქართველოს ნაკრებს 3-დან 3 მოგება აქვს და ლიდერია. შემდეგ მატჩს შვეიცარიასთან გავმართავთ.
Goal.ge