ლევან სილაგავა - „საქართველოს მზად აქვს მექანიზმი, რომ რუსული ხორბალი ყაზახურით ჩაანაცვლოს“

ლევან სილაგავა - „საქართველოს მზად აქვს მექანიზმი, რომ რუსული ხორბალი ყაზახურით ჩაანაცვლოს“

access_time2019-09-15 10:00:10

„საქართველოს მზად აქვს მექანიზმი,, რომ რუსული ხორბალი ყაზახურით ჩაანაცვლოს,“– ამის შესახებ „საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „კომერსანტთან“ განაცხადა.



მისი ინფორმაციით, მთავრობას შექმნილი აქვს ამის მექანიზმი ყაზახურ პარტნიორებთან ერთად. პროცესში ჩართულია „საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაც“. რაც შეეხება კონკურენტულ ფასს და ყაზახური მხრიდან ხორბლის საქართველოში სუბსიდირებას, სილაგავა აცხადებს, რომ ეს მექანიზმი დევს, თუმცა, ის არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყაზახური ხორბალი ამ დროისთვის კონკრენტული იყოს ფასის მხრივ.



სილაგავას განმარტებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსავალი იყოს იმ რაოდენობის, რომ იმპორტი აღარ გახდეს საჭირო. როგორც ცნობილია, დღეს ხორბლის დომინანტი იმპორტიორი ქვეყანაში რუსეთია. 1 ტონა ხორბლის ფასი 205–210 დოლარის ფარგლებში მერყეობს.



შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ყაზახეთის ხორბლის ექსპორტიორი მსხვილი სახელმწიფო კორპორაციის „პროდკორპორაციის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს რინატ აკბერდინსა და მმართველ დირექტორს ნურბეკ დაიბეკოვს შეხვდა.შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტის განხორციელების საკითხი.


დღეს იმპორტირებული ხორბლის 90% რუსეთიდან შემოგვაქვს. ეს კი ძალიან სერიოზული დამოკიდებულებაა რუსეთზე და გვჭირდება ბაზრების დივერსიფიცირება. მიმდინარე წლის ივლისში ლევან სილაგავა განმარტავდა, რომ ყაზახური ხორბლის შემოტანის შემთხვევაში ფასი ისეთი უნდა იყოს, რომ ეს კერძო სექტორს უღირდეს.


„ახლა მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ყაზახურმა მხარემ ხორბლის ექსპორტის ტრანსპორტირების ხარჯების სუბსიდირება მოახდინოს, შესაბამისად, საქართველომ პროდუქცია მისაღებ,კონკურენტუნარიან ფასად იყიდოს“–აღნიშნავდა სილაგავა.


სოფო ქსოვრელი 





ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას
access_time2019-12-07 10:00:55
„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი,...

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა
access_time2019-12-07 12:00:03
სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­ში­შე­სუ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თავ­შე­საფ­რე­ბი სრუ­ლად შევ­სე­ბუ­ლია და სა­კუ­თარ რიგს ასე­უ­ლო­ბით ხან­დაზ­მუ­ლი ელო­დე­ბა. ად­გი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად იმ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, თუ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­ტო­ვებს ან – გარ­და­იც­ვლე­ბა. ამ­ჟა­მად სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლანსზე 15 პან­სი­ო­ნა­ტია. აქე­დან ორი დიდი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ხოლო 13 სა­თე­მო, ე.წ.კერ­ძო სახ­ლის ტი­პის...

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე
access_time2019-12-07 11:00:08
მას შემდეგ, რაც გუდაურის საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, ვირუსულად გავრცელებულმა ვიდეომ უამრავი სტუმარი მიიზიდა კურორტზე, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt-ი...

ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია

ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია
access_time2019-12-06 16:15:05
WIZZ AIR მოუწოდებს სხვა ავიაკომპანიებს, შეწყვიტონ ფრენები ბიზნეს კლასისთვის განკუთვნილი ცარიელი ადგილებით Wizz Air, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრული და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, მოუწიდებს  სხვა ავიაკომპანიებს, რომ შეწყვიტონ...

არმია, როგორც ბიზნეს სკოლა - ისრაელის მაგალითი

არმია, როგორც ბიზნეს სკოლა - ისრაელის მაგალითი
access_time2019-12-06 20:30:49
ხშირად ამბობენ, რომ არმიას ისრაელის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.  „Start up nation” -  წიგნის დიდი ნაწილი დათმობილია ტექნოლოგიურ სიახლეებსა და გამოგონებებზე, ხოლო ყველა მათგანში აღწერილია, თუ როგორ აღმოჩნდნენ ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ახალგაზრდები სამხედრო წარსულით, ტექნოლოგიური ფრონტის წინა ხაზებზე და წლების განმავლობაში გამოიმუშავებდნენ უნიკალურ უნარებს. სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნების შემდეგ  მიღებული გამოცდილების გამოყენებით ისნი ან...


მსგავსი სიახლეები

up