საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს.
სულ 24 იანვრის მონაცემებით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1.059 მლნ-ს შეადგენს, საიდანაც 14 732 გარდაიცვალა, 967 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი 77 ათასს შეადგენს.
1TV.GE