საქართველოს მთავრობის წევრები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს მთავრობის წევრები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ

access_time2019-12-27 18:20:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.


სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო ნაბიჯების შესახებ იმსჯელეს.სამინისტროს წარმომადგენლებმა, სამედიცინო სექტორს, ჯანდაცვის რეფორმის კონცეფცია წარუდგინეს, კლინიკების ხელმძღვანელ პირებთან ერთად რეფორმის სხვადასხვა გზები და სამომავლო შესაძლებლობები განიხილეს.


„შეხვედრის მთავარი თემა, უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიზნებისთვის, ჯანდაცვის რეფორმის ძირითადი მიმართულებების განხილვა იყო. ეს შეეხება, როგორც ფასების დადგენის და გათანაბრების პროცესს, ასევე სტრატეგიული შესყიდვების პროცესს, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს, პირველადი ჯანდაცვის განვითარებას, ადამიანური რესურსის მიმართულებით სისტემის საჭიროებების შესწავლას და მოცვას იმგვარად, რომ სამედიცინო მომსახურების მოდელი მიუახლოვდეს დასავლურ მოდელს. კონკრეტული ინტერვენციების თაობაზე, მოვისმინეთ კლინიკების წარმომადგენლების შენიშვნები და მოსაზრებები“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.



„2012 წლის შემდგომ, სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო უპრეცედენტო სოციალური პასუხისმგებლობა და განახორციელა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. აღნიშნული პროგრამა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ფუნდამენტად იქცა.




როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვამ მოსახლეობას და განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ პირებს მკურნალობის საშუალება მისცა და უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა. პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ პაციენტის გარდა მნიშვნელოვანი ბენეფიტები მიიღო დარგმაც, განხორციელდა ინვესტიციები, შეიქმნა ახალი სამედიცინო დაწესებულებები და დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები.


მიუხედავად ამისა, ბოლო წლების განმავლობაში, პროცესზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ გაჩნდა მნიშვნელოვანი რისკები ხარისხის ნაწილსა და ფინანსური მდგრადობის მიმართულებით - წლების განმავლობაში, შემცირების ნაცვლად - გაიზარდა ჩვენი მოქალაქეების მიერ სამედიცინო მომსახურებაზე ჯიბიდან გაწეული ხარჯი.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში გადაუდებელი და გეგმიური შემთხვევების პროპორცია არის 80/20 განვითარებულ ქვეყნებში კი -20/80.
სწორედ ამ მიზეზების გამო, ქვეყანაში დაიწყო ჯანდაცვის რეფორმის ახალი ტალღა, რომელიც ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება და რეკომენდირებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ.



დაგეგმილი რეფორმები საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ხელმისაწვდომობა.
სამედიცინო სექტორთან შეხვედრაზე, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე იმყოფებოდა“ – ნათქვამია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.







„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე
access_time2020-02-29 10:00:09
კონსორციუმს ზღვის აკვატორია მივეცით, გამოვისყიდეთ მიწები, პასუხისმგებლობა გვქონდა რომ რკინიგზა და გზა შეგვეყვანა, საუბარი იყო იმაზე,რომ იქნებ ტვირთების გარანტიაც მოგცეთო. თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება,- განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის...

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია
access_time2020-02-28 17:47:55
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია.ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი.  „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და...

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას  „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს
access_time2020-02-28 17:18:14
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობემა “ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს...

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ
access_time2020-02-28 16:11:23
წყალტუბოს სანატორიუმები საპრივატიზაციოდ მზადდება. საინვესტიციო პაკეტზე ქონების მართვის სააგენტოს მუშაობა რამდეინმე უწყებასთან უკვე დაწყებული აქვს. „წყალტუბოს სანატორიუმები ის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც სახელმწიფოს ბალნეოლოგიური და ტურისტული მიმართულების პროფილის მქონე ინფრასტრუქტურის ათვისების თვალსაზრისით აქვს. ვმუშაობთ, რომ საინვესტიციო პაკეტი სრულყოფილი ფორმატით შევთავაზოთ ბიზნესს. ეს გულისხმობს, სივრცითი დაგეგმარების თვალსაზრისით...


მსგავსი სიახლეები

up