საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დამატებითი შეზღუდვები ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს ბიზნეს ოპერატორების საქმიანობაზე და შესაბამისად ეკონომიკაზე

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დამატებითი შეზღუდვები ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს ბიზნეს ოპერატორების საქმიანობაზე და შესაბამისად ეკონომიკაზე

access_time2020-11-27 17:55:54

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგად გამოწვეულ ახალ შეზღუდვებს ეხმიანება. ასოციაცია, როგორც ასობით ბიზნეს ოპერატორის ინტერესების დამცველი ყველაზე მსხვილი გაერთიანება, სამწუხარო ფაქტად მიიჩნევს იმას, რომ მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე ვერ მოხერხდა ახალი კორონავირუსის გავრცელების შეკავება. ბუნებრივია, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დამატებითი შეზღუდვები ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს ბიზნეს ოპერატორების საქმიანობაზე და შესაბამისად ეკონომიკაზე.



ამავდროულად ავღნიშნავთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნეს კომპანიების ერთობისთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი და უმაღლესი ფასეულობაა, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას მიუხედავად იმ მაღალი ფასისა, რომლის გადახდაც ყველას, ბიზნეს სუბიექტსა თუ რიგით მოქალაქეს ერთობლივად მოგვიწევს.



საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მუდმივად ვსაუბრობდით იმ სირთულეებზე, რომლებიც ჯერ კიდევ შეზღუდვების გეგმის გამოცხადებამდე პანდემიის მეორე ტალღის შედეგად შეექმნა ბიზნესს. გლობალური პანდემიისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საქართველოში მოქმედი ბიზნესსუბიექტების მთავარი ამოცანა კომპანიების გადარჩენა და სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებაა.


აქედან გამომდინარე, მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილმა ეკონომიკის სტიმულირების პაკეტმა გაითვალისწინა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონკრეტული შეთავაზებებიც, რომლებიც როგორც ხელისუფლებასთან დისკუსიების დროს ასევე საჯარო სივრცეში ჩვენ რამდენჯერმე დავაყენეთ. კერძოდ, (ა) 750 ლარამდე ხელფასების შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადისგან სრულად განთავისუფლების, ხოლო 1500 ლარამდე არსებულ ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადისგან ბიზნესის ნაწილობრივ განთავისუფლების პროგრამის დამატებით 6 თვით გაგრძელება და (ბ) ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის სექტორში (ყველა ტიპის სასტუმროები, რესტორნები, ტურ-ოპერატორები და ტურისტული კომპანიები) მოქმედი ბიზნეს ოპერატორებისთვის გადავადებული 4 თვის საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა.



აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი დამატებითი შეზღუდვების გეგმა ეკონომიკის მხოლოდ გარკვეულ სექტორებს ეხება, თუმცა 750 ლარამდე ხელფასების შემთხვევაში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადისგან სრულად განთავისუფლებით, ხოლო 1500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივი განთავისუფლებით უკლებლივ ყველა კომპანია ისარგებლებს განურჩევლად სექტორისა.


საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით დაყენებული ჩვენი ორივე თხოვნა იყო უაღრესად კრიტიკული ბიზნესისთვის, ჩვენი წევრები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გვიკავშირდებოდნენ ამ საჭიროებებთან დაკავშირებით და ამ თხოვნების გათვალისწინება, ბუნებრივია, არის ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება.


დასასრულს, კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ხელისუფლების წინაშე წარდგენილი ნებისმიერი შეთავაზება ემსახურება ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებას და პოსტ-პანდემიურ ფაზაში ეკონომიკის დროული აღდგენისთვის ბიზნესის მზადყოფნის უზრუნველყოფას. ამასთან, ავღნიშნავთ იმ ფაქტსაც, რომ შეზღუდვების პარალელურად წარმოდგენილი სტიმულირების პაკეტი არის მხოლოდ ის მინიმუმი, რომელიც დღეს აუცილებელია ბიზნესისთვის და შეიძლება ბოლომდე ვერ ითვალისწინებდეს მის საჭიროებებს. შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად დააკვირდება შეზღუდვების ახალი გეგმის მიმდინარეობას და ასოციაციის წევრი კომპანიების მოსაზრებების გათვალისწინებით საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს დამატებით წინადადებებს, რომლებიც შეიძლება გულისხმობდნენ მხარდაჭერისა და სტიმულირების ახალ მექანიზმებსაც.


(R)

თეგები:
BAG



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up