„საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებით, გარკვეული ტექნიკური შენიშვნები და კითხვები გვაქვს“

„საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებით, გარკვეული ტექნიკური შენიშვნები და კითხვები გვაქვს“

access_time2020-04-09 17:30:40

„გარდა იმისა, რამდენად აქვს ამა თუ იმ სამშენებლო კომპანიას მუშაობის მომართვა, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის რამდენად აქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოს მიერ დავალებული სამუშაოები შეასრულოს. ჩვენ არ ვსაუბრობთ მარჟაზე ან მოგების გაზრდაზე, ვსაუბრობთ ელემენტარულ შესაძლებლობაზე - რა ვალდებულებაც აქვს კომპანიას აღებული  ის შეასრულოს. სხვა შემთხვევაში ფიზიკურად ვერ მოხდებოდა ამ შესაძლებლობის განხორციელება, ამიტომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო“, - ასე აფასებს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორი ანა საბახტარიშვილი საქართველოს მთავრობის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის კურსის დაზღვევის შეთავაზებას. იგი მიღებულ გადაწყვეტილებას პოზიტიურს უწოდებს და ამბობს, რომ დადგენილებას ინფრასტრუქტურული სექტორისთვის კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა .

 

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებით, გარკვეული ტექნიკური შენიშვნები და კითხვები აქვს. დოკუმენტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასოციაციამ უკვე გადაუგზავნა. ანა საბახტარიშვილს იმეიდი აქვს, რომ გაგზავნილ კითხვებზე საქართველოს მთავრობისგან პასუხს მიიღებს, რადგან იმისთვის, რომ მიღებული გადაწყვეტილება ტექნიკურად აღსრულებადი იყოს, მისი თქმით, კონკრეტული საკითხები დაზუსტებაა საჭირო.

 

„ასოციაცია პროცესებში პირველივე დღიდან იყო ჩართული, კრიზისის დაწყების მომენტიდან გვაქვს კომუნიკაცია ბიზნესომბუდსმენთან, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. ჩვენ ობიექტურად ვითხოვდით იმას, რაც ამ დადგენილებაში არის ასახული. მიღებული დადგენილება დეტალურად არ გაგვივლია, თუმცა, დღეს გაქვს ტექსტზე წვდომა და კონკრეტული თხოვნები და რეკომენდაციები. რეალურად ყველაფერი არის ტექნიკური საკითხი, რომელიც განსამარტია. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ და მივმართეთ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და ბიზნესომბუდსმენს. იმედი გვაქვს ეს საკითხები მალევე გაირკვევა. სხვა შემთხვევაში დადგენილების მიღების ფაქტი და პრემიერის მიღებული გადაწყვეტილება ნამდვილად დადებითია. უბრალოდ ამ გადაწყვეტილებას ჩვენ უნდა შევუქმნათ გარანტია ეფექტური შესრულების. ეფექტური შესრულების გარანტიებს კი დადგენილების კორექტირებით მივიღებთ“,- ამბობს ანა საბახტარიშვილი.

 

ანა საბახტარიშვილის თქმით, მიღებული დადგენილების გამოცემით პრემიერმა და მთავრობამ გამოხატა ნება გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ ინფრასტრუქტურულ სექტორს დახმარებოდა. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორი „კომერსანტთან“ დეტალურად საუბრობს იმ პრობლემებზე რომელსაც მშენებელთა ასოციაცია მიღებულ დადგენილებაში ხედავს.


 

„მიღებული დადგენილება გამორიცხავს პირდაპირ შესყიდვებს, მაშინ როდესაც ერთ პირთან მოლაპარაკების დროს ხშირ შემთხვევაში შემსრულებლები ხშირად გაცილებით მეტ რისკს იღებენ სახელმწიფოს წინაშე, შესაბამისად, ეს დადგენილება თუ ამოვიღებთ პირდაპირ შესყიდვებს დისკრიმინაციულიც შეიძლება იყოს.

 

კიდევ ერთი საკითხი რასთან დაკავშირებითაც კითხვა გაუჩნდება არა მარტო ნებისმიერ შემფასებელს, თუნდაც აუდიტორულ კომპანიას ან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს არის  თუ რა მეთოდოლოგიით ხდება გაზრდილი ღირებულების დაანგარიშება. ანუ მუხლის ის ნაწილი, სადაც სხვაობაზეა საუბარი არის ბუნდოვანი და გაუგებარია მასალების გაზრდილი ღირებულების დადასტურება როგორ უნდა მოხდეს, ექსპერტმა რა მონაცემებს უნდა შეადაროს შესაბამისი პერიოდის სამუშაოების შესრულების დოკუმენტი. საკითხი აქტუალურია როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო პროექტებზეც, რომლებიც გამოცხადდება. ამიტომ აუცილებელია მალევე გაეცეს ამ საკითხებს პასუხის. იმედი მაქვს, რომ პროექტის განხორციელება მალევე აღდგება, თუმცა, თუ ვადამოსული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას არ გვექნა ზუსტი მითითება, როგორ ვითვლით ამ სხვაობას შეიძლება კომპანიამ დადგენილებით ვერ ისარგებლოს“, - განმარტავს ანა საბახტარიშვილი.

 

ანა საბახტარიშვილი ამბობს, რომ ასოციაციის რეკომენდაციების შესრულებით საქართველოს მთავრობა თავისივე გადაწყვეტილების აღსრულების გარანტიას მიიღებს. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორი აცხადებს, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტები არ უნდა გაჩერდეს, რადგან სექტორში ჩართულია ძალიან ბევრი ადამიანი რომელთაც შეუძლიათ, რომ დღეს შექმნან დოვლათი როგორც საკუთარი ოჯახებისთვის ასევე ქვეყნისთვის.

 

„ინფრასტრუქტურული პროექტები დღეს საქარველოში მთლიანი შიდა პროდუქტის საკმაოდ დიდ წილს წარმოადგენს. მაშინ, როდესაც ტურისტული სექტორი და სხვა მიმართულებები სტაგნაციის ფაზაშია დღეს ამ სექტორზე მაქსიმალური კონცენტრაცია უნდა მოხდეს. მსოფლიო მასშტაბით, ბევრ ევროპულ ქვეყნებში მშენებლობები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ზოგადად, მშენებლობა წარმოადგენს შედარებით ნაკლები რისკის მქონე მიმართულებას, რადგან მუშაობა ღია სივრცეში მიდის მიმდინარეობს, თუმცა, რა თქმა უნდა აქაც მნიშვნელოვნია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. ჩვენ როგორც ასოციაცია მაქსიმალურად ვცდილობთ  თითოეული ნორმის შესახებ მოვახდინოთ იმ ადამინების ინფორმირება რომლებიც სექტროში არიან ჩართულნი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საფრთხის წინაშე არ დადგეს არც ერთი სამშენებლო პროექტის განხორციელება“, - აცხადებს ანა საბახტარიშვილი.

 

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up