საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ქვეყანას მეტ სიღარიბეს მოუტანს

საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ქვეყანას მეტ სიღარიბეს მოუტანს

access_time2020-05-19 11:30:19

„საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები არ არის ეფექტური, მხოლოდ დაინფიცირებულების რაოდენობას რომ გვანახებენ, რაც ნამდვილად არ არის სწორი (ვნახოთ ტესტების რაოდენობა 1 მილიონ მოსახლეზე) იმას რატომ არ გვანახებენ, რამდენმა დაკარგა სამსახური და შემოსავალი?“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა და ეკონომისტმა კონსტანტინე მოსიძემ განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების ქმედებები ქვეყანას ყველა შემთხვევაში მეტ სიღარიბეს მოუტანს.

 

ჩემი აზრით, ანტიკრიზისული გეგმის დიდი ნაწილი უნდა დათმობოდა გადასახადების დაწევას და რეგულაციების გაუქმებას, რომ ადამიანებმა შევძლოთ ჭაობიდან მალე ამოსვლა. ასევე, არ შეიძლება იმ ადამიანს უთხრა დარჩი სახლში, ვინც დღიდან-დღემდე პურის ფულს ძლივს შოულობდა. ჩვენ ექიმებს დიდ პატივს ვცემ, მათი ძალისხმევა დასაფასებელია ნამდვილად, თუმცა, ხშირად ზედმეტად გვძაფრავენ. პანდემიას კი უნდა ებრძოლოს თავისუფალმა სამედიცინო სფერომ და არა მთავრობის ბიუროკრატებმა. ახლა არის კარგი დრო, რომ მოეხდინათ ქვეყნის აქტივების სრული უფასო პრივატიზაცია საქართველოს მოქალაქეებზე, თითო მოქალაქეს 10 000 $ -ის ან მეტის ღირებულების აქტივი სასიცოცხლოდ გამოადგებოდა. ვიცით, რომ ზოგიერთი გათვლებით, 4 ტრილიონამდე ქონების გადაცემა შეიძლება ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობისთვის და ამას არ აკეთებენ“,- განაცხადა კონსტანტინე მოსიძემ.

 

ბიზნესმენი აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ დაწესებული რეგულაციები და შეზღუდვები კონკრეტულ პირებზე და მთავრობის გარემოცვაზეა მორგებული.

 


გამოყოფილი 3.5 მლრდ ლარი საკმარისი არ არის ნამდვილად, საჭიროა ბიზნესების გახსნა მაქსიმალურად. რა დააშავეს ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიებმა ან ფიტნეს ცენტრებმა, გაუგებარია. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ მთავრობის წევრების ბიზნეს მეგობრებს არ აქვთ ეს ბიზნესები. თუ ბევრი მეგობარი ბიზნესი არის მაგალითად წარმოების ბიზნესში, ამ ბიზნესებს დაუწესებენ მინიმალურ შეზღუდვებს. გამოყოფილ თანხას მთავრობა ყველა შემთხვევაში მაქსიმალურად თავის გარემოცვაზე დახარჯავს და არ მგონია ეფექტურად დაიხარჯოს“, განმარტავს კონსტანტინე მოსიძე.

 

კონსტანტინე მოსიძე „კომერსანტთან“ საუბარში ყურადღებას ეროვნული ბანკის საქმიანობაზეც ამახვილებს. მისი თქმით, ინფლაციის მიმართულებით ფასები ყველა პროდუქტზე კატასტროფულად მომატებულია, თუმცა როგორც ეკონომისტი აცხადებს ინფლაციის ზრდა  დიდწილად მთავრობის ქმედებების ბრალია და არა ეროვნული ბანკის.

 

„ეროვნული ბანკის პანდემიის პერიოდში მუშაობის პერიოდში ლარის კურსი ავიდა 3.4მდე და ახლა დასტაბილურდა 3.22-ზე. რა თქმა უნდა ეს გამოწვეულია უცხოეთიდან შემოსული დოლარის კლებასთანაც, ამიტომ მხოლოდ ეროვნულ ბანკს ვერ დავაბრალებთ კურსის ამ ცვლილებას. ზოგადად, ისეთი მავნებელი ორგანო, როგორიცაა ეროვნული ბანკი, გასაუქმებელია, რადგან, ის გვაიძულებს ვივაჭროთ 1 ვალუტით, რომელიც არის ლარი. ფულებს შორის კონკურენციაა საჭირო რომ მოსახლეობამ თავად აირჩიოს რომელ ვალუტას ენდობა თვითონ. ყველაზე მთავარი რაც უნდა გააკეთონ, უნდა დაუშვან თავისუფალი სავალუტო რეჟიმი, არ დაგვავალდებულონ ლარის გამოყენება და დანარჩენს ბაზარი მიხედავს. გასაგებია, რომ პანდემიის პირობები უფრო რთული შემთხვევაა თუმცა, პანდემიის ჟამს ორჯერ ორი არის 4, ისევე როგორც არა პანდემიის ჟამს“, - აცხადებს კონსტანტინე მოსიძე.

 

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up