„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გაუაზრებლია და შესაძლებელია იმ ადამიანებს არ შეეხოს,რომელთაც დახმარება რეალურად სჭირდება“

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გაუაზრებლია და შესაძლებელია იმ ადამიანებს არ შეეხოს,რომელთაც დახმარება რეალურად სჭირდება“

access_time2020-04-06 10:50:12

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 1 აპრილს განაცხადა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზს ხარჯავენ, სახელმწიფო 3 თვით სრულად დაუფინანსებს კომუნალურ გადასახადებს. იმ აბონენტების რაოდენობა, რომლებსაც დენზე შეღავათს გაუწევენ,  1.2 მილიონია, გაზზე შეღავათები კი, 650 ათას აბონენტს შეეხება.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად ეფექტური და სწორია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებს გადაუხადოს კომუნალური გადასახადები და შეეხება თუ არ ეს ინიციატივა მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.

 

„ჩემი აზრით, უცნაური და პოპულისტური გადაწყვეტილებაა, საერთოდ, სხვისი ფულის ვიღაცებზე გადანაწილების გზა გონივრულად არ მეჩვენება“, -ასე აფასებს „ახალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელი პაატა შეშელიძე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას. ეკონომისტი ამბობს, რომ გადაწყვეტილება გაუაზრებლია და შესაძლებელია იმ ადამიანებს არ შეეხოს რომელთაც დახმარება რეალურად სჭირდებათ.

 

ძალიან ადვილია მიიღო გადაწყვეტილება ბიუჯეტით და  რაღაც დაასუფსიდირო. ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო გონივრული იქნებოდა, იმათი დახმარება, ვისაც ეს  რეალურად სჭირდება, ადამიანებს რომელსაც არ აქვს შემოსავლის წყარო და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს მყარი შემოსავალი, არ იყენებდეს აქტიურად გათბობას და ელექტროენერგიას იმიტომ, რომ სამსახურშია, შესაბამისად, მას არ შეეხება ეს შეღავათი, რა ეფექტი აქვს ამას? არც არაფერი. ამ ადამიანს ისედაც ექნებოდა გადახდის საშუალება, მაშინ როდესაც შეიძლება სხვა ადამიანი სახლში ზის არის პენსიაზე, სჭირდება გათბობა და დენიც გარკვეული რაოდენობით, შესაბამისად, მას შეიძლება ჰქონდეს მეტი დანახარჯი განსაკუთრებით გათბობის მიმართულებით, ამიტომ შეიძლება ის არ აღმოჩნდეს ამ დაფარვის ზონაში“, - განმარტავს პაატა შეშელიძე.

 

ეკონომისტი აცხადებს, ადამიანები რომლებიც უფრთხილდებიან საკუთარ ბიუჯეტს, არ მოუფრთხილდებიან ვიღაცის ბიუჯეტს, რომელიც მათთან არ არის ასოცირებული, სწორედ ამიტომ პაატა შეშელიძის თქმით, შესაძლებელია ქვეყანაში ელექტროენერგიის და გაზის მოხმარება გაიზარდოს, რადგან ადამიანებმა  იციან, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში გარკვეული რაოდენობა დენი და გაზი არის უფასო.

 

„ახალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს საერთოდ ცენტრალური მთავრობის გადასაწყვეტი. პაატა შეშეძლიძის განმარტებით, ეს არის კომუნალური  და არა მთავრობის გადასახადი.


 

ვიღაცებისთვის რა თქმა უნდა არის მნიშვნელოვანი შეღავათი, მაგრამ ვინ არიან ეს ადამიანები ამისი ზუსტი ცნობა არ გვაქვს . ვიღაცამ ცოტა დახარჯა და მას სჭირდება დახმარება არის გაუაზრებელი გადაწყვეტილება.  ვფიქრობ, რომ მთავრობის ეს ნაბიჯი არის უფრო პოპულისტური, ვიდრე საქმიანი და საერთოდ არ არის ცენტრალური ხელისუფლების საქმე. ეს არის კომუნალური გადასახადი, თუ ვინმეს რამის გაკეთება უნდა მაშინ უნდა ყოფილიყო მიღებული კომუნალურ დონეზე გადაწყვეტილება, შეიძლება თბილისში სხვა ყოფილიყო გადაწყვეტილება, მცხეთაში სხვა და ბათუმში კიდევ სხვა და არა ცენტრალიზებული ფონით“- აცხადებს პაატა შეშელიძე.

 

ბიზნესმენი და ეკონომისტი კონსტანტინე მოსიძე აღნიშნავს, რომ  მოსახლეობის დასახმარებლად 90 ლარის გაზის ვაუჩერის მაგივრად, 90 ლარი ნაღდი ფულის დარიგება უკეთესი იქნებოდა. მისი თქმით, ადამიანი თვითონ გადაწყვეტდა, გაზში დაეხარჯა ეს ფული თუ პირობითად მაკარონი ეყიდა.

 

მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელსაც უსუბსიდირდება დენი და გაზი, მოხმარება გაიზრდება. მაგ: თქვენ თუ გეტყვიან,რომ მთავრობა გისუბსიდირებთ 15 პურს უფასოდ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მიირთმევდით თვეში საშუალოდ, 8 პურს, ახლა, შეეცდებით მაქსიმალურად გამოიყენოთ სუბსიდირება (მაინც სხვა იხდის) და 15 პური (ან 15-თან ახლოს) გამოართვათ მთავრობას. მას  სჯობდა ფული გაეცა, რადგან, ფულს უფრო ხელმომჭირნედ და ეკონომიურად დახარჯავდა ხალხი. დახმარება არის, ცალსახად შვებას მისცემს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს,თუმცა,არ დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო მათივე ფული.ეს აუცილებლად აღსანიშნავია. ისე არ გამოვიდეს, თითქოს, ვინმე გვეხმარება უფასოდ. არანაირად, ჩვენივე წართმეული ფულის რედისტრიბუციაა ცალსახად“, - აცხადებს კონსტანტინე მოსიძე.

 

ეკონომისტი კომერსანტთან იმ ქმედით ნაბიჯებზე საუბრობს, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას:


 

1. დაწიოს/გააუქმოს ბევრი გადასახადი

 

2. მოიძიოს გრანტი და არა სესხი საერთაშორისო დონეზე

 

3. მორატორიუმი ბიზნეს რეგულაციებზე

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up