საქართველოს მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი ბიზნესის მუშაობას აფერხებს -  144 - მა სილამაზის სალონის თანამშრომლები ქუჩაში, უსაშვოდ დატოვა

საქართველოს მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი ბიზნესის მუშაობას აფერხებს - 144 - მა სილამაზის სალონის თანამშრომლები ქუჩაში, უსაშვოდ დატოვა

access_time2021-02-03 15:00:17

რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც მოქალაქე 144-ში რეკავდა და სუბსარქისის დღესასწაულთან დაკავშირებით, მარილიანი კვერების საჭმელად საშვის გაცემის უფლებას ითხოვდა. გაგიკვირდებათ და ოპერატორმა საკითხი გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნია და საშვი დაუშვა. თუმცა, ჩვენ მოგიყვებით ამბავს, თუ როგორ აფერხებს საქართველოს მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი ბიზნესის მუშაობას და როგორ ზღუდავს რეალური საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეების გადაადგილებას.

 

 

საქმე ეხება თბილისში არსებულ ერთ-ერთ სილამაზის სალონს, რომლის თანამშრომლებმა სამუშაოს დასრულების შემდეგ, ტაქსის გამოძახება ვერ შეძლეს. „არტ გარდენის“ სტილისტი დავით გრატიაშვილი გვიყვება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობის და კომენდანტის საათით განპირობებული შეზღუდვების გამო, უამრავი მცდელობის მიუხედავად, სილამაზის სალონის თანამშრომლები ქუჩაში, უსაშვოდ დარჩნენ:

 

 

„ჩვეულებისამებრ მუშაობა საღამოს 7 საათზე დავასრულე. საათ-ნახევარი ვცდილობდი ტაქსის გამოძახებას, ყველა ტაქსის აპლიკაციით. ჩემ გარდა სხვა 5 თანამშრომელიც, თუმცა ვერც ერთმა შევძელით. ჩვენი უფროსი გველოდებოდა, თუ ვერ გამოიძახებთ ქუჩაში ხომ არ დაგტოვებთო. უკვე  ტაქსის აპლიკაციები გვიჩვენებდა რომ შეუძლებელი იყო გამოძახება. ვრეკავ 144-ზე და ვუხსნი სიტუაციას, რომ ყველა თანამშრომელი სხვადასხვა მხარეს ვცხოვრობთ და ვერ ვასწრებთ კომენდანტის საათამდე სახლში დაბრუნებას, რადგან ვერ შევძელით ტაქსის გამოძახება და ჩვენს უფროსს მივყავართ სახლებში. ვერაფრით დაგეხმარებით, ჩვენ საშვს ვერ მოგცემთო. ტაქსი დროულად გამოგეძახებინათ, რანაირად ვერ მოახერხეთ, როცა ამდენი ტაქსის კომპანიაა ბაზარზეო. ტაქსის კომპანიას მიმართეთ და თქვენ მენეჯმენტს მოსთხოვეთ, რომ საშვები დაგიმზადონ ან დროულად დაასრულეთ მუშაობაო. არანაირმა ახსნამ არ გაჭრა, ბოლოს ვეკითხები, როგორ მოვიქცეთ ან ვის მივმართოთ, როცა დროებითი საშვი გვჭირდება სახლში წასასვლელად, ოპერატორი მპასუხობს - ვერაფრით დაგეხმარებით, დარჩით სალონში, კიდევ ბევრი ადამიანი რეკავს და აკავებთ ტელეფონს, უნდა გაგითიშოთო და მითიშავს“, - გვიყვება დავით გრატიაშვილი.


 

 

მაშინ როცა სახელმწიფო უწყების ერთ-ერთი შტო ადამიანებს ქუჩაში ტოვებს და ბიზნესს სრულფასოვნად ოპერირების საშუალებას არ აძლევს, მეორე შტო მათ დახმარებას ცდილობს:

 

 

„ბოლოს პატრული გავაჩერეთ და ავუხსენით სიტუაცია, რომ საშვი არ მოგვცეს, მე ქალაქის ერთ ბოლოში მივდიოდი დანარჩენები მეორე ბოლოსკენ, პატრულმა იქნებ ერთ მხარეს წასვლაო მოასწროთ და ვაზისუბანში ჩვენ წავიყვანთო. მე სახლში პატრულმა მიმიყვანა. ისედაც შეზღუდული ვართ დროში, კიდევ ამაზე ადრე როგორ დავამთავროთ მუშაობა იმისთვის, რომ სახლში დაბრუნება შევძლოთ. ყველანაირად ხელი გვეშლება და ხელოვნურად კიდევ უფრო ართულებენ ყველაფერს. არ მესმის როგორ შეიძლება სამსახურიდან სახლში მისვლა აუცილებელი საჭიროება არ იყოს. თან ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ერთჯერად საშვს ვითხოვდით, რათა სახლში დაბრუნება ყველას მოგვესწრო“, - განმარტავს დავით გრატიაშვილი.

 

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up