საქართველოს მთავრობამ „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა

საქართველოს მთავრობამ „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა

access_time2019-12-19 13:22:19

საქართველოს მთავრობამ „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 


„ცვლილებების თანახმად, აჭარის სატყეო სააგენტოს მიენიჭა ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის და სპეციალური ჭრების განხორციელების, ასევე, ტყის ფონდის ფართობების სარგებლობაში გაცემის უფლება. დღემდე აღნიშნულ საქმიანობას სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებდა.



ამავე ცვლილებებით, ტყის ფონდის მართვის ორგანოებს ტყიდან ხე-ტყის ნარჩენების გამოტანისა და რეალიზაციის უფლება ეძლევათ.




აღსანიშნავია, რომ ტყეში აკუმულირებული ნარჩენი საფრთხის შემცველია, როგორც ხანძარსაშიში, ასევე, მავნებელ-დაავადებების თვალსაზრისით; შესაბამისად, ტყის ფონდის მართვის ორგანოს შესაძლებლობა ეძლევა, თვითონ გამოიტანოს ტყიდან ხე-ტყის ნარჩენი, დაასაწყობოს და შემდეგ მოახდინოს მისი რეალიზაცია, რითაც მოხდება როგორც ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ისე სააგენტოს შემოსავლების ზრდა. კერძო სექტორს კი, საშუალება ეძლევა გააფართოოს, ან შექმნას ალტერნატიული საწვავი მასალების (ბრიკეტი, პალეტი და სხვა) წარმოება.



ცვლილებით მოწესრიგდება სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების და მიღებული მერქნული რესურსის დამზადება/გაცემა. წლების განმავლობაში, პრობლემას წარმოადგენდა მოსახლეობისთვის სოფლის მეურნეობისთვის საჭირო სამასალე მერქნის (ჭიგო, სარი, საყრდენი ბოძი) მიწოდება, ამავდროულად, ტყის ფონდის ტერიტორიებზე არსებობს სწრაფმზარდი სახეობების პლანტაციები, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება სწორედ ასეთი სახის მერქნის მიღებაა.



აღნიშნული ცვლილება ასევე მოაწესრიგებს ტყის ფონდის საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობაში გაცემასთან დაკავშირებით ტყის ფონდის მართვის ორგანოების მიერ გასატარებელ ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, დაზუსტდება ტყის ფონდის მართვის ორგანოში ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის გადახდილი საკომპენსაციო თანხების გამოყენების წესი. კერძოდ, ტყის ფონდის მართვის ორგანოებს ექნებათ შესაძლებლობა, საკომპენსაციო საფასურით მიღებული შემოსავალი, რაც მათი დაფინანსების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს, მოახმარონ ტყის მოვლის, აღდგენის, ტყის აღრიცხვა-ინვენტარიზაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-03-30 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა $1/3.2875...

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა
access_time2020-03-30 17:10:10
საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. საკარანტინო რეჟიმი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, –...

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს
access_time2020-03-30 17:00:36
„დააპაუზე უფასოდ“ - ამ სახელით ინტერნეტსივრცეში შექმნილი სამართლებრივი სივრცე მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების სამართლებრივი გზით მოგვარებას. იდეის ავტორი, ადვოკატი მარიკა არევაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ რამდენიმე ათეული სხვადასხვა პრობლემის შესახებ იღებენ შეტყობინებას და მათი მხრიდან ხდება ხალხის დაკვალიანება იურიდიული კუთხით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ფორსმაჟორულ სიტუაციაში იჯარის, სესხების თუ კომუნალურებთან დაკავშირებული გართულებების...

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი
access_time2020-03-30 18:00:42
 „წარმოება არც გაზრდილა და არც შემცირებულა, ბაზარზე  მოთხოვნა  სტაბილურად არსებობს, რომელსაც ვაკმაყოფილებთ“- ამის შესახებ „კომერსანტს“ პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წარმოების პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და კომპანიაა 15 სახის პროდუქციას წარმოებას ისევ აგრძელებს.   „როგორც საგანგებო...

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას  „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ
access_time2020-03-30 16:30:04
გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრმა ტომას შეფერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დასავლური მედიის ცნობით, ტომას შეფერის ცხედარი ფრანკფურტის მახლობლად, მატარებლის ლიანდაგზე აღმოაჩინეს. ჰესენის ფედერალური შტატის პრემიერ-მინისტრის, ვოლკერ ბუფირის თქმით, შეფერი "covid 19"-ის პანდემიის გამო სტრესულ მდგომარეობაში იყო. "როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო. გამოსავალი ვერ იპოვა და დაგვტოვა. მისი წუხილი იყო, შეძლებდა თუ არა მოსახლეობის უზარმაზარ...


მსგავსი სიახლეები

up