„საქართველოს მთავრობამ სრული მობილიზება უნდა მოახდინოს იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა როგორც დარგი გადაარჩინოს“

„საქართველოს მთავრობამ სრული მობილიზება უნდა მოახდინოს იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა როგორც დარგი გადაარჩინოს“

access_time2020-04-16 10:50:19

15 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში „კომენდანტის საათია“ გამოცხადებული. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საქართველოს განსხვავებულ რეალობაში უწევს ცხოვრება. შეზღუდულია ეკონომიკური საქმიანობები, ათასობით ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ თვითდასაქმებული ადამიანები, რომელთა რაოდენობა ქვეყანაში არც ისე ცოტაა. დღეს, საქართველოში,  თვითდასაქმებულთა კატეგორიას 840 ათასი ადამიანი მიეკუთვნება. ძირითადად, თვითდასაქმებულები არიან ადამიანები, რომლებიც სოფლად, მცირე ზომის საოჯახო მეურნეობებით ირჩენენ თავს.


„კომერსანტი“ დაინტერესდა რა გამოწვევების წინაშე დგანან ფერმერები და ქვეყანაში არსებული პრობლემების პირობებში რა ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის სექტორის დასახმარებლად. საკითხზე  საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე საუბრობს.

 

„პირველი უარყოფითი მხარე არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა გადავიდა საკარანტინე რეჟიმზე, შეზღუდულია ტრანსპორტის მიმოსვლა, მათ შორის, ადამიანებს აქვთ შეზღუდული მოძრაობა, რაც სერიოზული გამოწვევაა, რადგან ეს საგაზაფხულო ხვნა-თესვის პერიოდს დაემთხვა. ფერმერებს ახლა სამუშაოები აქვთ შესასრულებელი და გართულებულმა გადაადგილებამ, ისინი რიგ შემთხვევაში დააბრკოლა.


აღსანიშნავია ის, რომ ფინანსურ კაპიტალზე წვდომა გახდა ყველაზე დიდი გამოწვევაა, რადგან ფინანსური ინსტიტუტები ფერმერებზე  სესხს აღარ გასცემენ.  მეორე მნიშვნელოვანი თემა არის აგრარული ბაზრების დახურვა, ფერმერებს არ ეძლევათ საშუალება მათი წარმოებული პროდუქტის რეალიზება მოახდინონ, თუმცა, ამის საპირწონედ დგას ადამიანის ჯანმრთელობა. როგორც არაერთი მაღალჩინოსნის მიერ გაჟღერდა, თუ იქნება, ის მოთხოვნები შესრულებული, რომელიც ჩვენს ქვეყანას და  ამავდროულად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გააჩნია,მაშინ აგრარული ბაზრები განაახლებენ ფუნქციონირებას, თუმცა, ძალიან რთულია ადამიანებისთვის მენტალურად გადაწყობა“,- განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

 

ნინო ზამბახიძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად მთელი მსოფლიო გადასულია სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რადგანაც სურსათის იმპორტი ქვეყნებს შორის მცირდება. ნინო ზამბახიძე კორონავირუსის დადებით ეფექტზეც ამახვილებს ყურადღებას. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ვირუსმა ყველა დააფიქრა სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებაზე. მისი თქმით, მომავალში ქვეყანა დაიწყებს ისეთი პროდუქტების წარმოებას, რომელზეც აქამდე არ უფიქრია.


 

„მთავრობამ უნდა მოახდინოს ძალიან სწრაფი რეაგირება იმისთვის, რომ ჩვენ ყველაზე კრიტიკული პერიოდი არ დავკარგოთ, რადგან თუ ახლა სეზონს ჩავაგდებთ,  ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პრაქტიკულად მთელი წელი დაკარგული გვაქვს. ამავდროულად, კარგად უნდა გვახსოვდეს ის საშიშროება, რომ სხვადასხვა ქვეყნები, თავიანთი ქვეყნებიდან ექსპორტს ზღუდავენ იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ საკუთარი თვითკმარი პროდუქტი. ამან შეიძლება კარგ შედეგამდე ნამდვილად არ მიგვიყვანოს. ერთი დადებითი, რაც შეიძლება კორონავირუსისგან წამოვიღოთ არის ის, რომ საქართველო დაიწყებს იმაზე ზრუნვას თუ როგორი უნდა იყოს სასურსათო უსაფრთხოება, ჩვენდა სამწუხაროდ, აქამდე ამაზე არავის არ უფიქრია. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით იმაზე, რომ ქვეყნა რომელიც იყო აგრარული, დღეს აღარ არის აგრარული, საქართველომ უნდა დაიბრუნოს ეს მიმართულება და ეს ნიშა. ჩვენ გვაქვს 10 რეგიონი და  22 კლიმატური პირობა, ჩვენ შეგვიძლია ყველაფრის წარმოება, აქ მნიშვნელოვანია განათლება, თანამედროვე ტექნოლოგიები, ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა და ის ხელშემწყობი პროექტები რომელებიც ხელისუფლებას გააჩნია“, -ამბობს ნინო ზამბახიძე.

 

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ სრული მობილიზება უნდა მოახდინოს იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა როგორც დარგი გადაარჩინოს. მის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს მთავრობა იყოს ადეკვატური და სწრაფი, სწორად უნდა მოხდეს ყველაფრის მენეჯმენტი, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ ჩამოიშალოს და სოფლად მცხოვრები ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს.

 

„მე რომ მკითხოთ, გეტყვით, რომ სუბსიდირება არის ეკონომიკისთვის ძალიან ცუდი მექანიზმი და ყოველთვის ვლობირებდი იმას, რომ სახელმწიფო სუბსიდიიდან გასულიყო, მაგრამ ახლა ქვეყანაში ძალიან კრიტიკული სიტუაციაა. მნიშვნელოვანია რომ ერთი გოჯი მიწაც კი არ დარჩეს დაუხვნელი, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ფერმერების ხელშესაწყობად, იქნება ეს სუბსიდია, გამარტივებული სესხები თუ თანადაფინანსება საგრანტო  კომპონენტი. მნიშვნელოვანია რომ მოიფიქრონ ჯაჭვი , რადგან სრულად სუბსიდირებამ შეიძლება ეკონომიკა ჩამოშალოს. შეიძლება ჩვენ ხელი შევუწყოთ და ხვნა-თესვის ვაუჩერები გავცეთ, მაგრამ მექანიზაცია არის ამის ადეკვატური? ამიტომ ძალიან ბევრი რამ არის მოსაფიქრებელი. სახელმწიფომ რაც შეიძლება მეტი თანხების კონსოლიდირება უნდა მოახდინოს იმისთვის, რომ სოფლად მცხოვრები ადამიანები გადარჩნენ“,- განმარტავს  ნინო ზამბახიძე.

 

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის გადარჩენა, იმიტომ რომ როდესაც ეკონომიკურ კრიზისი შეიქმნება,სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იყოს ის მამოძრავებელი ძალა რომელიც შეძლებს ქვეყნა კრიზისიდან გამოიყვანოს. ნინო ზამბახიძე აცხადებს, რომ ქვეყნის დიდი გამოწვევა არის ის რომ , არ არსებობს ხილის და ბოსტნეულის შემნახველი სამაცივრე მეურნეობები. მისი თქმით, ფერმერებს რომელთაც ახლა ჰქონდათ გათვლილი საკუთარი წარმოების რეალიზება, რიგი მიზეზების გამო პროდუქტის გაყიდვა გაუჭირდებათ.

 

„საქართველოში უამრავი ტურისტი ჩამოდიოდა, მათ მისაღებად ქვეყანა მზად იყო, მათ შორის აგრო მიმართულების ფერმერები, რომლებიც ბიზნესზე არიან ორიენტირებულები. დღეს ტურისტების რაოდენობა განულებულია, რაც იმას ნიშნავს რომ ისინი თავიანთ წარმოებულ პროდუქციას ძალიან რთულად გაყიდიან. თუმცა, ამავდროულად დიდი ქალაქებიდან მოსახლეობა, ამ კარანტინის პერიოდში დისტანციური მუშაობის პერიოდში სოფლად გადავიდა. ამან ერთის მხრივ, მათი ცხოვრება გააუმჯობესა იმიტომ, რომ იქ ადგილზე ყიდულობენ პროდუქციას. მეორეს მხრივ, იქ არ ხდება დისტანციის დაცვა, რაც ყველაზე  მნიშვნელოვანია. სწორედ ეს იყო რეგიონებში არსებული ბაზრების დახურვის ერთ-ერთი მიზეზი. დადებითი არის ის, რომ ქვეყანაში მარაგები არსებობს და დეფიციტის რისკი არ გვაქვს, მაგრამ თუ ჩვენ ახლა არ გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს,  თუ არ იქნება აქცენტი გაკეთებული ერთწლიან კულტურების წარმოებაზე , თუ არ იქნება აქცენტი გაკეთებული ფინანსური კაპიტალის ხელმისაწვდომობაზე, ვფიქრობ რომ სერიოზული პრობლემის წინაშე დადგება ქვეყანა“, -განმარტავს ნინო ზამბახიძე.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up