საქართველოს მთავრობამ „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს“ უძრავი ქონება ერთ ლარად გადასცა

საქართველოს მთავრობამ „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს“ უძრავი ქონება ერთ ლარად გადასცა

access_time2022-05-05 16:00:03

საქართველოს მთავრობამ აუქციონის პირდაპირი წესით „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს“ აბასთუმანში უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა. საქმე ეხება 2022 წლის 14 მარტს გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც 2 122 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებულ 355 კვ.მ შენობა-ნაგებობა  „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგის“ შვილობილ შპს „ეფ ტელეკომის“ საკუთრებში გადავიდა. 

 

საპრივატიზებო ვალდებულებით ერთ ლარად ქონების გადაცემაში არაფერი იქნებოდა გასაკვირი, რომ არა ერთ ფაქტი - ამონაწერით სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ირკვევა, რომ შპს „ეფ ტელეკომი“ 2017 წელს დაარსდა, მისი დირექტორი  გიორგი ხარაბაძე, ხოლო 100% წილის მმართველია შპს „ესარჯი რიალ ისთეითი“. თავის მხრივ ამ კომპანიის 95% საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ“ ეკუთვნის. მათ მფლობელობაშია Radisson Blu და Radisson Collection-ის სასტუმროები. კომპანია ასევე მუშაობს ერთ-ერთ ცნობილ პროექტ „ბათუმი რივიერაზე“. სილქ როუდ ჯგუფის საკუთრებაშია „სილქ როუდ ბანკი“. მათვე  ეკუთვნით საქართველოს კომუნიკაციების ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე „სილქნეტი“. კომპანიამ 2018 წელს ქვეყნის უდიდესი მობილური ქსელი ჯეოსელი შეისყიდა. ასევე „სილქ როუდი“ აწარმოებს გადაზიდვის სერვისს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში.

 

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის უმსხვილეს და კარგად დამკვიდრებულ კომპანიას ვალდებულებად განუსაზღვრა საპრივატიზებო თანხის, ერთი ლარის 1 თვის ვადაში გადახდა და 2024 წლის 31 დეკემბრამდე, უძრავი ქონების განვითარების მიზნით  ამავე ტერიტორიაზე არანაკლებ 3 090 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.


 

აბასთუმანზე საუბრისას ყურადღება კურორტის ისტორიულ მნიშვნელობაზე უნდა გავამახვილოთ. აღსანიშნავია ქვეყნის ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის როლიც. სწორედ მისი სტუმრობის შემდეგ ყველასგან მიტოვებული სამთო კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი ყურადღების ცენტრში მოექცა. მაშინ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გაკვირვებული ყოფილა აბასთუმნი ასეთი გაპარტახებული რომ დახვდა და  მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელებას დაჰპირდა. მართლაც, კურორტის აღდგენა-რეაბილიტაცია ხელისუფლებამ 2018 წელს გადაწყვიტა, რა დროსაც დაიწყო  ისტორიული სახლების რეაბილიტაციის პროექტი. ამ პერიოდში დაიწყო ევგენი ხარაძის სახელობის ნაციონალური ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაციაც.  ივანიშვილის გადაწყვეტილები 2019 წელს დასრულდა ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა. ფონდი „ქართუ“ აბასთუმანში აფინანსებდა კულტურული-ისტორიული ძეგლების აღდგენასაც. ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანის ინიციატივა იყო აბასთუმნის ელექტრომობილების რეგიონად გადაქცევაც. მისი ამ განცხადების შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, იქ 1000 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის მშენებლობა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გასულ წელს აბასთუმანში მწვანე და ლურჯი კორიდორის რეაბილიტაციაზე 51 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. გასულ წელსვე აბასთუმანში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის თქმითაც, აბასთუმანში სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფები 442 მილიონი ლარის სასტუმროებს აშენებენ. ასეთია ბიძინა ივანიშვილის „ქართუ“ ფონდის „პარაგრაფ აბასთუმანი“, რომლის მშენებლობაც 2023 წელს დასრულება.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up