რაჭაში 50 800 ჰექტარზე ეროვნული პარკი შეიქმნება

რაჭაში 50 800 ჰექტარზე ეროვნული პარკი შეიქმნება

access_time2022-07-18 16:09:42

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 50 800 ჰექტარზე ეროვნული პარკი შეიქმნება. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა დღეს მთავრობის სხდომაზე შედგა. 


„ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 50 800 ჰექტარზე გაკეთდება ეროვნული პარკი, ეს არის ახალი შესაძლებლობა რეგიონისთვის, პირველ რიგში იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი უნიკალური ბუნება, რაც გვაქვს ამ რეგიონში და ბიომრავალფეროვნება, ვიზრუნოთ მასზე. ამავდროულად, რეგიონისთვის ეს არის შესაძლებლობა, რომ განვითარდეს შესაბამისი ეკოტურისტული სერვისები, დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა, მიიღონ შემოსავალი და განავითარონ ბიზნესი.


რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია იმ  კუთხითაც, რომ ჩვენ გარკვეული ვალდებულება გვქონდა აღებული ჩვენს პარტნიორებთან, დონორებთან. ამ გადაწყვეტილებით პირნათლად ვასრულებთ ამ ვალდებულებას. ჩვენ გვაქვს დაფინანსება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისგან, ასევე კავკასიის ბუნების დაცვის ფონდიდან, საგრანტო დაფინანსებები დაცული ტერიტორიების განვითარების კუთხით და ამ დაფინანსებების ნაწილი მოხმარდება სწორედ რაჭის დაცული ტერიტორიების განვითარებას, შესაბამისი ადმინისტრაციის მოწყობას, აღჭურვას და შემდგომ მომსახურების ხარჯების გაწევას. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც აქტიურად მიჰყვება ამ კურსს, ჩვენ ყოველწლიურად ვქმნით ახალ დაცულ ტერიტორიებს“, - აღნიშნა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.



მინისტრის განცხადებით, დღეისათვის, დაცული ტერიტორიები ქვეყანაში, დაახლოებით, 800 000  ჰექტარს შეადგენს. მიმდინარე წელს, მიღებული გადაწყვეტილების და საქართველოს პარლამენტში გადაგზავნილი კანონპროექტებით, დაახლოებით 100 000 ჰექტრით გაიზრდება დაცული ტერიტორიების ფართობი.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up