საქართველოს მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული და საუკეთესო არქიტექტორების ჯგუფი ეწვია

საქართველოს მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული და საუკეთესო არქიტექტორების ჯგუფი ეწვია

access_time2022-07-07 16:15:41

ბიზნესმენი შალვა ბრეუსი ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის აშენებას გეგმავს. ბიზნესმენის თქმით, მუზეუმი აღჭურვილი იქნება საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საბიბლიოთეკო, საგამომცემლო, საგამოფენო, დასასვენებელ-გასართობი ფუნქციებით და თანამედროვე პარკით.


სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 6 ივლისს ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე შეხვედრა „დიალოგი“ გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორები ესწრებოდნენ. მათი საქართველოში ვიზიტის მიზანს საავადმყოფოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად გადაკეთება წარმოადგენს. მსოფლიოში წამყვანი არქიტექტურული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში ბათუმელმა ბიზნესმენმა შალვა ბრეუსმა მოიწვია.


ამ ეტაპისთვის, ექვსი კომპანიაა შერჩეული. კონკურსში გამარჯვებული კომპანია ნოემბერში გამოვლინდება. მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დაიწყება. პროექტი ხუთი წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარის ინვესტირებას ითვალისწინებს.


ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით თანამედროვე მუზეუმის მშენებლობა 2028 წლისთვის დასრულდება.
ობიექტი ბრეუსმა აუქციონის მეშვეობით 16 მილიონ ლარად შეიძინა. ბიზნესმენი, რომლის კოლექციაც მსოფლიოში აღიარებულია, ახლა უკვე თავად ქმნის სივრცეს, რომელიც იქნება არა მხოლოდ კლასიკური გაგებით მუზეუმი, არამედ ის იქცევა კულტურის ახალ თანამედროვე კერად.


„ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი, 14 საერთაშორისო არქიტექტურული ბიურო მუშაობდა. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო ორი: პირველი - დიდი გამოცდილება უნდა ჰქონდეთ მუზეუმების მშენებლობასა და პროექტირებაში. მეორე - ასევე, დიდი გამოცდილებაა საჭირო პარკების პროექტირებაში. ჩვენ ვაპირებთ აქ დიდი პარკის გაკეთებას, სკულპტურების პარკი იქნება მუზეუმის ნაწილი. ყველა კონკურსანტს ამ სფეროში უზარმაზარი გამოცდილება აქვს“, - აღნიშნა შალვა ბრეუსმა.


ბიზნესმენმა, აგრეთვე, ისაუბრა მუზეუმის კონცეფციასა და იმაზე, თუ რით იქნება განსხვავებული აღნიშნული სივრცე:


„აქ იქნება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. მუზეუმს სჭირდება საგამოფენო სივრცეები. საავადმყოფოს შენობას ეს სივრცეები არ აქვს, თავისთავად. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ დამატებით კომპლექსებზე. ისე უნდა ჩავდგათ, რომ ისტორიული სურათი არ დავარღვიოთ. უნდა აღვადგინოთ ეს ყველაფერი. ეს არის ყველაზე დიდი ამოცანა არქიტექტორებისთვის, რომ ჩადგან თანამედროვე კომპლექსი ამ ისტორიულ კომპლექსში. ეს არის მთავარი მისია. საქართველოში ეს მუზეუმი განსხვავებული იქნება იმით, რომ მუზეუმი იქნება არა მხოლოდ ტაძარი, რომელშიც მოდიხარ და ლოცულობ ამ ობიექტების წინაშე, ასევე, იქნება სახლი, სადაც ახალგაზრდობა თავს იგრძნობს საკუთარ სახლში. შენ შეიძლება შემოხვიდე სკეიტბორდით ჩვენს მუზეუმში, დადო კედელთან, დაჯდე, ლეპტოპი გახსნა და ინტერნეტში იმუშაო, არავინ არაფერს არ მოგთხოვს და მერე წახვიდე“, - ამბობს ბიზნესმენი.


ბრეუსი ამბობს, რომ მუზეუმთან ერთად, აქვე უნდა მოეწყოს „სკულპტურების პარკი“, შესაბამისად, არქიტექტურული ფირმისთვის ერთ-ერთი საკონკურსო მოთხოვნა იქნება სწორედ ამ სფეროში გამოცდილება. რაც შეეხება ექსპონატებს, ბიზნესმენი თქმით, თავდაპირველად აქ გამოიფინება მის პირად კოლექციაში არსებული ნამუშევრები, თუმცა ეს იქნება ერთგვარი სტარტი, რის შემდეგაც მუზეუმი თავად იმუშავებს კოლექციის გაფართოებაზე.


„ჩემი კერძო კოლექცია თავისთავად ბაზისური იქნება მუზეუმისთვის. მაგრამ მთავარია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მუზეუმი არ უნდა იყოს შეზღუდული ერთი ადამიანის კოლექციით. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რომ მუზეუმმა დამოუკიდებლად იმუშაოს კოლექციის გავრცელებაზე, გადიდებასა და პრომოუშენზე, ეს არის აუცილებელი“, - განაცხადა შალვა ბრეუსმა.
შეხვედრა-დიალოგში მოწვეულ სტუმრებთან ერთად აკადემიკოსი ვალერი ასათიანი იმყოფებოდა.


მისი თქმით, ეს იქნება მულტიკულტურული დანიშნულების კერა, სადაც ყველა მუზა დაიმკვიდრებს ადგილს, როგორც სახვითი ხელოვნება, ასევე, მუსიკალური ხელოვნება, სიტყვიერება, თეატრი, ეს იქნება შეხვედრების ადგილი.



„დიალოგის შემდეგ დავრწმუნდით, რამდენად სერიოზულად არის დანახული პრობლემა. პროექტი არის გადასაწყვეტი, რაც არის ჩაფიქრებული. ამ შემთხვევაში საუბარია იმის შესახებ, რომ შენარჩუნდეს ისტორიული იერი, არქიტექტურული ძეგლის მნიშვნელობა. კომპანიები არქიტექტურულად რა პროექტებსაც წარმოადგენენ, იქნება ძალიან სერიოზული განსჯის საგანი. ეს ყველაფერი იქნება უაღრესად გამჭვირვალე და საჯარო, ყველა მიიღებს მონაწილეობას განხილვაში. უცხოელი არქიტექტორები, რომელთაც დიდი ბექგრაუნდი აქვთ, ძალიან ფაქიზად ეკიდებიან იმას, რომ გათვალისწინებული იყოს ეროვნული სპეციფიკა, კლიმატი, ხასიათი, ქალაქის სახე, ტრადიციები, საპარკო კულტურის სპეციფიკა. ეს ყველაფერი მოხდება ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობით. საერთო ჯამში, უაღრესად მნიშვნელოვანი ჩანაფიქრია. სივრცე იხსნება ახალი ხარისხის განათლებისათვის, არა მარტო სახვით ხელოვნებაში, არამედ საზოგადოდ, ფართო გაგებით კულტურა მაქვს მხედველობაში. ეს იქნება მულტიკულტურული დანიშნულების კერა, სადაც ყველა მუზა დაიმკვიდრებს ადგილს, როგორც სახვითი ხელოვნება, ასევე, მუსიკალური ხელოვნება, სიტყვიერება, თეატრი, ეს იქნება შეხვედრების ადგილი. როგორც ვხედავ, ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ეს გადაიქცეს საგანმანათლებლო კერად, რაც ყველზე მნიშვნელოვანია მომავალი საქართველოსთვის. ამ დიდ პროექტში დროთა კავშირი იქნება მოქცეული“, - განაცხადა ასათიანმა.


შვეიცარიის ეროვნული მუზეუმის რეკონსტრუქცია (Christ & Gantenbein), ბერგამოს ნემბროს მუნიციპალური ბიბლიოთეკა (Archea Associati), სტამბოლის ფერწერისა და ქანდაკების მუზეუმი (Emre Arolat), მემფისის ხელოვნების მუზეუმი (Herzog and De Meuron), კეიჰოს უნივერსიტეტი (Shigeru Ban), პარიზის ეფემერული დიდი სასახლე (Wilmotte & Associes) - ეს მსოფლიოში აღიარებული იმ პროექტების ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოში მოწვეულმა არქიტექტორებმა განახორციელეს. სწორედ ეს კომპანიები შეეცდებიან, კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვონ და „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ახალი სიცოცხლე შესძინონ.


კონკურსში მონაწილე ყველა კომპანიას და არქიტექტორს ერთი ხედვა და მიზანი აქვს: შეინარჩუნონ სიძველე, თუმცა გაამდიდრონ ახალი ხედვებით.


„რაც აქ ვიხილეთ, ეს ძალზე მიმზიდველია. ეს არ იქნება არამც და არამც ხელოვნება ხელოვნებისათვის. ეს იქნება საზოგადოებისთვის განკუთვნილი ადგილი. გვაქვს შესანიშნავი სიძველე და სულაც არ არის საჭირო, რომ ეს აბსოლუტურად შეიცვალოს. შეიძლება ითქვას, რომ ნანგრევების შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ნაგებობების საწყისი სტრუქტურა ძალზე კარგია. ხუროთმოძღვარი არა მარტო აგებს, არამედ ანგრევს კიდეც. ხშირია შეცდომების დაშვებაც. ჩვენ ყურადღება გვმართებს, რადგანაც რაც აქ ვიხილეთ, ძალიან ღირებულია“, - განაცხადა განდენბეინმა.


„როცა გავეცანით ამ სივრცეს, დავრწმუნდით, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ ის თბილისის კულტურულ ცხოვრებაში და თბილისის კულტურულ ლანდშაფტში ძალზე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს“, - აღნიშნა Emre Arolat-ის წარმომადგენელმა.
როგორც კომპანია Shigeru Ban-ის წარმომადგენელი ამბობს, ქართული არქიტექტურა ძალიან ჰგავს იაპონურს.


„როგორც კი ჩამოვედი, ქართული და იაპონური ხუროთმოძღვრების თამხვედრა დავინახე. ჩვენთან, იაპონიაში ამ ტიპის მოძღვრებაა, იქ არ არის ზღვარი გარე და შიდა ნაწილს შორის. ყველაზე დიდი გამოწვევა იმაში მდგომარებს, რომ ჩვენ არ ვცდილობთ, ამ შენობასთან დაკავშირებით საფუძვლიანად შევცალოთ რამე, ვტოვებთ ორიგინალს, მაგრამ ამას ვუმატებთ და ვუხამებთ სიახლეს“, - განაცხადა ტარო ოკაბემ.


„ეს გახლავთ არნახულად შთამბეჭდავი ადგილი, შეიძლება ითქვას, რო ეს ფანტასტიკურ შედეგებს გამოიღებს. ჩვენ ამგვარი სამუშაოები არაერთხელ ჩაგვიტარებია ლონდონში, მადრიდში თუ სხვაგან. ეს არის არნახულდ კარგი საშუალება იმისთვის, რომ ერთი მხრივ შევინარჩუნოთ სიძველე, მივცეთ გარკვეული სიახლე და გზა გაუკვალვოთ მომავლისაკენ. ეს იქნება შერწყმა, ძველის გამოყენება ახალი ხედვის მეშვეობით“, - ამბობს არქიტექტორი და Herzog and De Meuron-ის წარმომადგენელი ოლგა ბოლშანინა პროექტის შესახებ.


ბორინა ენდრიუსი, რომელიც Wilmotte & Associes-ის წარმომდგენელია, ამბობს, რომ მისთვის აღნიშნულ პროექტზე მუშაობა უნიკალური მომენტია:


„ეს ჩვენთვის პირველი გამოცდილებაა საქართველოში მუშაობის. ეს არის მართლაც უნიკალური მომენტი. იშვიათობაა, ქალაქის შუაგულში იყოს ასეთი დიდი ფართობი. აქ არის უამრავი სიძველე, ჩვენს კომპანიას აქვს გამოცდილება, რომ ეს სიძველეები დააკავშიროს თანამედროვეობასთან“, - ამბობს ენდრიუსი.


რაც შეეხება კომპანია Archea Associati-ს და მის წარმომადგენელს, ფრანჩესკო სიმონინმა პროექტს „საგანგებო შემთხვევა“ უწოდა.


„ჩვენ ყოველთვუს გარკვეულ დიზაინს მივდევთ, მაგრამ ეს საგანგებო შემთხვევაა. ამგვარი ტიპის სივრცე საჭიროებს დაჟინებულ მუშაობას და ვფიქრობ, სამომავლოდ საკმაოდ დადებით შედეგს მივიღებთ“, - აღნიშნა სიმონინმა.


ბიზნესმენი შალვა ბრეუსი დიდი ხანია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის უნიკალურ პროექტზე მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად მუშაობს. ასევე, წლებია, მიმდინარეობს მუზეუმისთვის ადგილის შერჩევა. განიხილებოდა ვენეციის, მოსკოვის, ბრიუსელისა და თბილისის არქიტექტურულად საინტერესო ადგილები და ძეგლები, მაგრამ ბრეუსმა არჩევანი თბილისზე გააკეთა.


„ბრიუსელის მერიამ ქალაქის ცენტრში უფასოდ შემოგვთავაზა ადგილი, მაგრამ ბრიუსელთან არაფერი მაკავშირებს, სიმართლე რომ გითხრათ. მეორე ვარიანტი იყო ვენეცია, იქ უფრო ხშირად ვარ და დიდ დროს ვატარებ. ვენეციაში ავირჩიეთ ადგილი, ძალიან კარგი ხაზი იყო, მაგრამ გადავწყვიტე საქართველოში აშენებულიყო მუზეუმი. მიზეზი ძალიან ადვილია - საქართველოში დავიბადე, გავიზარდე, საქართველო მიყვარს“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.


შალვა ბრეუსის სახელს უკავშირდება არაერთი საქველმოქმედო პროექტი საქართველოში, რომელთა შორის აღსანიშნავია ნეველის სახელობის ეკლესიის რესტავრაცია აბასთუმანში და ნესტეროვის მიერ დაწერილი უნიკალური ფრესკების გადარჩენა; ბათუმში, სამების მთაზე წმინდა სამების საეკლესიო კომპლექსის აშენება, რომელიც უკვე იქცა ქალაქის სავიზიტო ბარათად და რომლის გამოც იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უმაღლესი საეკლესიო ორდენით, წმინდა გიორგის ჯვრით დააჯილდოვა. მის სახელს უკავშირდება საქართველოში საეკლესიო მოზაიკის დაკარგული ტრადიციის აღდგენაც.


ის, თუ რომელი არქიტექტურული კომპანია ჩაიბარებს პროექტს და რომელი მათგანი შეძლებს „მიხაილოვის საავადმყოფოს“ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად გადაქცევას, მიმდინარე წლის ნოემბერში გახდება ცნობილი.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up