საქართველოს მოწვევა უნდა გავუგზავნოთ NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებისთვის — ჰოჯესი

საქართველოს მოწვევა უნდა გავუგზავნოთ NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებისთვის — ჰოჯესი

access_time2020-11-23 17:34:23

ევროპაში აშშ-ს სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, ბენ ჰოჯესის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში ურთიერთობების გაღრმავება უნდა იყოს მესიჯი კრემლისთვის, რომ ეს რეგიონი მათთვის სტრატეგიულად საინტერესოა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნატოში გაწევრიანების შესახებ მოწვევა საქართველოს დაუყოვნებლივ გაეგზავნოს.

ამის შესახებ ის საუბრობს წერილში, რომელიც EUobserver-ში გამოქვეყნდა და სადაც მთიანი ყარაბაღის მოვლენებსა და სამშვიდობოს შეთანხმებას მიმოიხილავს. წერილში ჰოჯესი აღნიშნავს, რომ დიდი კონფლიქტების მოგვარებისთვის სამხრეთ კავკასიის დასავლეთი სჭირდება.

ჰოჯესის შეფასებით, მინსკის ჯგუფის დიპლომატები 1993 წლიდან ცდილობდნენ კონფლიქტის მოგვარებას, თუმცა აშშ-ს და საფრანგეთის მთავრობებმა ისევე, როგორც დასავლეთის დანარჩენმა ნაწილმა, ბოლო კვირებში ყველაფერი გამოტოვა. ამის ფასს კი ახლა მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა იხდის. როგორც ჰოჯესი ამბობს, დასავლეთის უმეტესობამ სამხრეთ კავკასია დიდი ხანია მიატოვა.

"მოდით ჩამოვაყალიბოთ ახალი, ძლიერი ურთიერთობა აზერბაიჯანსა და სომხეთთან, გავაძლიეროთ ჩვენი დიდი ხნის პარტნიორობა თურქეთთან, გავაზარდოთ ჩვენი ყოფნა საქართველოში, სადაც წარმოვადგენთ ინფრასტრურქტურას ამერიკის საჰაერო და საზღვაო ძალებისთვის. ჩვენ ასევე, უნდა გავუგზავნოთ საქართველოს მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ შეუერთდეს ნატოს. მსგავსი ზომები კრემლს დაარწმუნებს, რომ ეს რეგიონი ჩვენთვის სტრატეგიულად საინტერესოა", — განაცხადა ჰოჯესმა


ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ დასავლეთმა უნდა ითანამშროლოს კონფლიქტში ჩართულ მხარეებთან. გარდა ამისა, მას მიაჩნია, რომ დასავლეთმა თურქეთთან დაძაბული ურთიერთობა უნდა გააუმჯობესოს.


on.ge

თეგები:
ნატო



საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2021-01-17 10:55:27
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა...

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]
access_time2021-01-16 14:44:25
ქართული ოცნების ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, რომელიც ირაკლი კობახიძე გახდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
access_time2021-01-16 10:59:15
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR...

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო
access_time2021-01-17 11:20:28
ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ ქვეყანაში მართვის იმ მეთოდებზე საუბრობს, რომლის დროსაც არ ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.   „ჩვენმა სახელმწიფომ დეკლარირება გააკეთა და ამაში ვეთანხმები, რომ საქართველო კოვიდის დროს უფრო დაცული ქვეყანაა და ტექნოლოგიურად შესაძლებელია უცხოელებმა საქართველოდან იმუშაონ, აქედან მართონ თავიანთი კომპანიები. ამას მოჰყვა განცხადებები, რომ მთავრობა საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოსვლას ხელს შეუწყობს. ეს ყველაფერი...


მსგავსი სიახლეები

up