“საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 728.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.3 პროცენტით მეტია. ამასთან, 2020 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-4 017) და დადებითი მიგრაციული სალდო (15 732)
აქვე აღსანიშნავია, რომ 2 215.6 ათასი ადამიანი ქალაქში ცხოვრობს, ხოლო დანარჩენი 1 512.9 ათასი ადამიანი- სოფელში.
გარდა ამისა, მოსახლეობის რიცხოვნობით კვლავ თბილისი ლიდერობს, სადაც უკანასკნელი სტატისტიკის მიხედვით, 1 202.7 ათასი ადამიანი ცხოვრობს.