საქართველოს მოსახლეობის 68.7% საპენსიო ასაკში ფინანსურად დამოკიდებულია შვილებსა და ოჯახის წევრებზე - კვლევა

საქართველოს მოსახლეობის 68.7% საპენსიო ასაკში ფინანსურად დამოკიდებულია შვილებსა და ოჯახის წევრებზე - კვლევა

access_time2022-09-24 14:00:30

საქართველოს მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 12%-მა დააფიქსირა ფინანსური მზადყოფნა საპენსიო ასაკისთვის, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა საპენსიო ასაკში დამოკიდებულია შვილებსა და ოჯახის წევრებზე (68.7%), მეუღლესა (55.6%) და სახელმწიფო პენსიაზე (62.8%).


რაც შეეხება ფინანსური პროდუქტის შერჩევისას ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას, მიუხედავად იმისა, რომ სხვა პროდუქტების შემთხვევაში, მოსახლეობა იძიებს ალტერნატივებს, უშუალოდ ფინანსური პროდუქტების შეძენისას, ფასების შედარებას მოსახლეობის მხოლოდ 20% ცდილობს, ხოლო მიუკერძოებელ რჩევას მხოლოდ 38% ეძებს. რაც შეეხება ფინანსური განათლების მიღებისას ორგანიზაციების ნდობას, მოსახლეობის საკმაო ნაწილი ენდობა ან ეროვნულ ბანკს (27%) ან არცერთ ორგანიზაციას (28%), ან არ აქვს ამ კითხვაზე პასუხი (21%). ნაკლებია ნდობა მთავრობისა (10%) და კომერციული ბანკებისადმი (8%).


ეროვნული ბანკის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობას კარგად ესმის ისეთი საკითხები, როგორიცაა: ფულის ღირებულება დროში, ინფლაცია და სხვა.



„ცოდნის მხრივ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას კარგად ესმის ისეთი საკითხები, როგორიცაა: ფულის ღირებულება დროში (76%), სესხზე გადასახდელი პროცენტი (89%), რისკი და უკუგება (79%), ინფლაცია (87%). საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს გააზრებული აქვს რისკის დივერსიფიცირება (54%)“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.


აღნიშნული კვლევა 2019 წელს, „OECD/INFE-ის“ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ჩატარდა. კვლევის შედეგები შედარებული იქნა როგორ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის 7 ქვეყანას, ისე გლობალურ კვლევაში მონაწილე 26 ქვეყანას. საქართველოს ფინანსური განათლების ქულამ შესაძლო 21 ქულიდან 12.1 (57.6%) შეადგინა, რაც ნაკლებია როგორც რეგიონის, ისე გლობალურ კვლევაში მონაწილე ქვეყნების, ასევე „OECD“ქვეყნების ფინანსური განათლების საშუალო ქულაზე.


თეგები:
პენსია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up